კაცი - საწოლში


#ლექსები
ნინო დარბაისელი

კაცი - საწოლში
(იუმორესკა)

ამ ებრაულმა ნათქვამმა აღზარდა თაობანი,
რით გავს კაცი და ორკესტრი და მისი გალობანი?! - 
ოცი წლის კაცი ლოგინში - არის ვით ბარაბანი,
მჭახე, ხანმოკლე დარტყმა აქვს, ვერ დაეწევა ბანი.
ოცდაათ წლამდე - საყვირი, მჟღერი - ლამაზი - ხშირი,
შვენის  ძალა და  მეფობა ლომისა ანუ შირის.
ორმოცის - ვიოლინოა, მთელი საღამო უკრავს, 
მუსიკის მცოდნეს ახარებს, ასრულებს ჰანგებს უკვდავს.
და ხდება ვიოლანჩელო ორმოცდაათის რაკი,
ერთ საათს აწყობ, დაუკრავს ორ წუთს, სურს ლაპარაკი.
ტრომბონი ხდება - სამოცის, ვერც კი შეატყობს ქალი,
ეს წვალებაა თუ რაღაც გართობა არის, მქრქალი.
სამოცდაათი წლისაა - ნამდვილი როიალი,
სხვა აწყობს, ზედ - სხვა დაუკრავს, ედება ტრფობის ალი.
სამოცდაათის ზემოთ კი  … რა არის დასაფარი!
ღმერთმა აცოცხლოს,   დარჩება მხოლოდ-ღა ფუტლიარი.
ეს სიბრძნე - ებრაულია, მუსიკას ხელს ვინ უკრავს!
შეყვარებული კაცისა?! - მთელი ორკესტრი უკრავს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი