სალაღობო
#ლექსები ნინო დარბაისელი სალაღობო (იუმორისტული) სიცოცხლიდან სიკვდილამდე წუთი? - არა, წამია, ჰოდა ვხარობ სიცოცხლით ხაჭაპურიჭამია! მე ვარ ლედი პირველი პოეზიის ქართულის, მფლობელი ვარ კორპუსში ბინის, მთელი სართულის, ვისაც უნდა მომბაძოს , გარეთ - ქალი, შინ - ქალი, სად იპოვოთ ჩემსავით მოტრაბახე, ვინ - ქალი, სუფრავ, ჩემო გაშლილო, ვინ აცოცხლე, ვინ - კალი! მოვახვიე მარტოკამ მე სამასი ხინკალი. მე კაპიკებს დავდევდი, მოიქაჩა ფულია. ბლომად ტყემლით, ტარხუნით, ვაჰ, რა ჩაქაფულია! წონა არა, შავი ქვა! ან - აეშვი. ან - ები! მიყვარს ზეთით ჯონჯოლი, ფხლები ნიგვზიანები, მხლოვანები, კუპდარი, კიდევ ლობიანები - ნაჭამზე ხმიანები. ბანდაჟებით სხვებივით - მე არ გავიკოჭები, რა სჯობს - ბაჟე, ელარჯი, თუ პიწკინა გოჭები. მჭადი არ გამაგონოთ, ნელა გამოშუშული, ცხელი შოთი სჯობია, ზედაც ყველი თუშური. ღვინო არ დამავიწყდეს, რქაწითლისა, კახური, ერთიანად შეისვას, თუა გადანახული, გაუმარჯოს ამ ქეიფს, რის - ოშკი და ხახული! დაცლაზეა, დაასხით, მე ტახი ვარ - ტახური! ვილხინოთ და ვიხაროთ, მეტი რა დაგვრჩენია. ვისაც უნდა ილოღნოს ხმელი რამ, “პეჩენია”, განძი არის სიმსუქნე, განა განაჩენია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი