ციხეებს ინახავს პატიმარი


#ლექსები

ნინო დარბაისელი
ციხეებს ინახავს პატიმარი 

(იუმორესკა)

ნეტავი ეს  ასე რატომ არი?
ციხეებს -  ინახავს  - პატიმარი.
 
ფიქრით ალბათ, ბევრიც  დავაშავე?
პროკურორს?!  - არჩენს - დამნაშავე.

რა ჭკუას დაუსხამს  ეს ნაყოფი?
 ექიმებს?! - ინახავს - ავადმყოფი.

კიდევ გავაგრძელებ ამ მინაქარს:
სნეული - ინახავს - აფთიაქარს.

ვარ  სიბრძნეს გადამკვდარი, გადაკლული.
მევახშეს?!  -  ინახავს - ფულნაკლული.

ამდენის გამგები რად ვილევი?
მღვდელ-მოძღვარს?!-  არჩენენ ცოდვილები.

სადაა  სხვა სიბრძნე ამის დარი?
თურმე მესაფლავეს  - არჩენს - მკვდარი.

 სახელი მაინც მაცოდინა ამა საფიქრალის მომჯარავის,
 არ სჯობდა პოვნა საკეთებლის,  რაიმე კეთილის   და არ ავის?!
  ამაოდ თავი ავიტკიე, ნეტა ამ ლოგიკამ მისცა რა - ვის?
  თურმე ნაკლოვანი - საჭიროა. კარგი ვის არგია?! - არც არავის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი