როგორ მოვაშოროთ ლაქა ძვირფას კაბას


ნინო დარბაისელი


როგორ მოვაშოროთ ლაქა  ძვირფას კაბას
 (იუმორისტული)

ნუ ენდობი იმას, 
ვინც ბევრ ილაქლაქებს.
მე გასწავლი, როგორ
 მოერიო ლაქებს:
დაგჭირდება ნემსი, 
თეთრი ძაფი  კიდევ.
დალაქული  კაბა
ფრთხილად ჩამოკიდე.
ამობლანდე ირგვლივ
ლაქა თეთრი ძაფით,
 იმუშავე ნელა, 
 ნუ იქნები სწრაფი.
 ამოჭერი მაკრატლით
 დამჩნეული ლაქა. 
 ჭირი იყოს იქით,
 ლხინი - იყოს აქა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი