სამი ექიმი - გარეთ


სამი ექიმი - გარეთ
(იუმორისგული)

რა მხიარული ღიმი მომგვარეთ!
დღის ბოლოს - სამი ექიმი - გარეთ.

დენტისტი ამბობს: - გაცოცხლდა ერი.
როგორი სუფთა არის ჰაერი! 

მოძრაობს  ხალხი, ცოცხალთა ტომი - 
 გადაირია პათანატომი. 

და ამეტყველდა გინეკოლოგი, 
ლამის წარმოსთქვა მან მონოლოგი:

 - და ყველა მათგანს - ჰქონია სახე. 
ამდენი სახე ძლივს დავინახე!

ამ ხუმრობაში სხვას ნუღარ გარევთ!
დღის ბოლოს - სამი ექიმი - გარეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი