სხვა ქალი
სხვა ქალი (იუმორისტული) ,,ცხოვრება უნდა იყოს აწყობილი"-... ქმარი მარიგებდა აწ ყოფილი - ,,ცივ-ცივი ღვინო, საღიღინო და მზად მაცივარში - ხინკლის ფარში. სუფრა - ხელდახელ გაწყობილი. არ აკლდეს შემწვარი და დაცხობილი! იყავ ბედნიერი! გაგასაღე, დაგატოვებინე სატუსაღე." მიკვირდა, ,,ეს - რანაირია!'' მერე ერთიანად აირია. მერე რაც იყო, ზღაპარია. ნამყოს - შავი მიწა აფარია. გავიგე, ცხოვრება რაც ყოფილა, ვნება და ნება როგორც დაყოფილა, სახმარად ვარგა დაწყობილი, სხვა ქალად ვარ გადაწყობილი, რაღამ გამახსენა აწ ყოფილი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი