საქმე უკვე იგრე იყო, ამოცანა აღარაფერსაც აღარ გვეკითხებოდაო


#ლექსები

ნინო დარბაისელი

“ საქმე  უკვე იგრე იყო, ამოცანა აღარაფერსაც აღარ გვეკითხებოდაო”
    (იუმორისტული)


რა შეხედვა ან შეხება,
ჩვენ გვჭირდება ამო ხსნა:
ამოცანა გვეკითხება,
 სად ვიპოვოთ ამოხსნა:

ერთ ფეხმძიმე ქალს სჭირდება
ცხრა თვე  - ერთი ძე რომ შვას.
 ცხრა ქალს?  -  თითო თვე? ჭინთება?
ნუ დაუცდის მოშუშვას?

ლოგიკურად - რა გაბრაზებს!
რა არ გეხალისება?
რა და  - რაოდენობაზე 
დაყვანილი თვისება!

 თქვა და ერთიც გამოცალა,
 როგორც დგამი, ისე ძევს.
დაბნეული ამოცანა
არც არაფერს დაეძებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი