ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა


ნინო დარბაისელი

“ლექსთა გრძელთა  თქმა და ხევა” 

ამა ხილვამ გამახევა:
- არ მოწყვიტო ვაშლი, ევა,
არ გაბედო მაგ ხის ნძრევა!
ეს სამოთხე -  წაგერთმევა, 
დასარხევი - დაირხევა,
დასახევი - დაიხევა,

მთელს სამყაროს ელის ძლევა!
ძლევა, 
ძლევა,
ძლევა, 
ძლევა!
არ ჩაკბიჩო ვაშლი,  ევა, 
ადამ, არ დაგღუპოს მადამ!
-ვაშლს ინებებთ, მადამ?
მადაააამ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი