შიშისა
ნინო დარბაისელი შიშისა (იგავ-არაკი) ამბობენ, ვიღაც სწავლულებს უწინ შეურჩევიათ ბატკანი ლუწი - ერთი ზომისა და ერთი ჯიშის, არა მცნობელნი ელდის და შიშის. ერთმა მთელი დრო ძრწოლით გალია, მგელთან დაუდგეს რადგან გალია. ხოლო მეორე - მგელს ვერ ხედავდა, მის შეშინებას ვინ გაბედავდა! ერთგვარად კვებეს ორთავ ბატკანი, მაგრამ დასუსტდა ერთი მათგანი, გაძვალტყავდა და კვდებოდა კენტი აშკარად ვნებდა ექსპერიმენტი. მეორემ - კარგი შეიბა დუმა და ვერც მგლის შიშმა ვერ დაადუმა. ჰოდა დაასკვნეს, ამჭლევებს ძლიერ შიში და უცვლის სუყველას იერს, ექსპერიმენტი დასრულდა რადგან, თავისუფლების დრო-ჟამიც დადგა, გაუშვეს ერთად მგელი და ცხვარი, ცხვარს გასუქებულს ეძგერა ცხარი. მჭლეს - მსუქანი სჯობს, მსუყეა რაკი. ასე დამთავრა ესე არაკი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი