თბილისური ნიუსები


ჩემი მხიარული რითმებიდან

თბილისური ინტერნეტ-ნიუსები
 - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
***
მერმა თქვა:-  ჩემო თბილისო, 
მე შენთვის დავიღლებიო,
უნდა დაგირგო ხეები, 
პირდაპირ ტანმაღლებიო.

თბილისს ყვავილით მოფარჩავს,
გვპირდება ეს ნარმანია.
ნეტა სადამდე გაქაჩავს
ხე- და ყვავილ-ნარ-მანია.

.
***
(ავან)ტურისტული
 - - - - - - - - - - - 

ცხვრებო, გაჭირდა უფრო ცხოვრება -
 ლარი ეცემა, პულსი გვეცემა...
არ სჯობს ამდენჯერ გამათხოვრებას,
კურსის დამცემი ერთხელ გვეცემა?

***
გაჯეტების გამო
 - - - - - - - - - - - - - - 

აი-პედ, აი-ფონები, 
ლეპტოპი, ყველა ,,გაჯეტი"
აქვთ და ხარობენ მონები,
გაბრწყინდა მთელი ქაჯეთი!

***
,,კახურს კლანზედ"
  - - - - - - - - - - - - - - - 

,,კუკლუქს კლანად'' ვინც დაგსახა,
ლამის არის, გაგასაღა.
დაიჩივლო უნდა რაღა,
თუ ბატონად გიზის აღა.

შეგახურონ, ჩაგცხონ ურო,
სურთ, თავის მარცხს დაგაკლანო.
გეყო, აღარ გაახურო,
შე კახურო, თანაც ,,კლანო"!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი