ჭორი


#ჩემი_მხიარული_რითმებიდან

ნინო დარბაისელი

ჭორაობა
..................
ჭორს უხდება ძიება,
ჭორს უხდება თხრა.
მუნჯმა ყრუს დაუძახა:- მოდი, რა გითხრა!
რა და, რასაც  ახლა გეტყვი, კუდს ნუ მოაბამ!
ჩემი თვალით ვიხილეო, ასე მითხრა ბრმამ...
- რაო, რაო,  მაინც , რაო?
მაინც რა ვერ დაფარაო?
- რა და, ჩემო დაო, 
კითხვაც არ უნდაო,
დაუნახავს, უფეხებო როგორ გარბოდაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი