საპნის კორონაცია 2
საპნის კორონაცია 2 - - წუთისოფელი ასეა, ბევრჯერ ნაწყევლი, ნაქები, ზოგს - ეჯავრება ნისია, მისია აფთიაქები. ზოგს ზუთხი, თართი, ბოზბაში, კერძნი სალუარსაბონი, თავზე გადასდის, მაგრამ რა! არ ეძევება საპონი! ზოგს პური მონატრებია, რა ესაპნება ნეტავი. წვეთ წყალსაც არ ჩამოუგდებს ონკანი დაუკეტავი... ზოგს თურმე საპნის ხსენება არად არ გაეგონება, რომ მოკლა, ტანს არ დაიბანს, ქონი ჰგონია ქონება. ზოგს სცივა, მოლანდებია ძილშიაც კაი საბნები. მარტოკა ვის რას უშველი, მთლადაც თუ გაისაპნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი