ხუთკატიანისა
ნინო დარბაისელი სტრონი (ექსპრომტი ხუთკატიან მ. ზ - ს) შენს ფანჯარაში დილაადრიან თუ შემოფრინდა ჩიტი კანარის, ჭრელი, ფერადი, რას არ ადრიან, რაც კია, ანდა რაც კი არ არის, უნდა მოასწრო გადასარჩენად შეპყრობა მისი, გაშვება გარეთ, ხუთ კატას, აბა, რაღა დარჩება, შემოგცქერიან როცა მდუმარედ. მალე დათბება, ჩექმას, შალეულს შეენაცვლება საცაა ჩითი, ვუშვებ ფანჯრიდან შემკრთალს, გალეულს. ვის გაგიფრინდათ ლამაზი ჩიტი! - - - - ფოტოზე - მარინას ხელში გადასარჩენად მომწყვდეული ჩიტი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი