ძია მიხო, რა დრო სჯობდა, ეს თუ კომუნისტებისა


#თავშესაქცევი

ნინო დარბაისელი

***
- ძია მიხო, რა დრო სჯობდა, 
ეს თუ კომუნისტებისა?
- ამ ახალ დროი ვერ ვეწყობი,
მირჩევნია ისევ ისა.
-რათა კაცო, კომუნისტებ რათ მისტირი დაჩაგრული?
- ცოლი მყვანდა, ჯეელ კაცსა, მიდგებოდა შინაც გული.
ეხლა კიდე, დრო გამოხდა, აღარა მყაამ ცხონებული,
ნამატია  ერთიანად სხვაგან გადაცხოვრებული.
დავრჩი ეგრე დაგაკარგული, დუნე და დაბერებული.
არ მიდგება, არ მიდგება,  არ მიდგება შინაც  გული!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი