პარეიდოლია
#ჩემი_მხიარული_რითმებიდან აი, კიდევ! - ტაძრის კედელზე ვიღაც გამოისახაო, ფეისზე სერიოზულად მსჯელობენ, ურთიერთსაპირისპირო ვერსიები ჩნდება… კარგით, რა! ჩვეულებრივი გამოვლენაა - ფსიქიკის უნარი - და არა სენი - სხვადასხვა საგნებში გამოსახულებათა აღმოჩენისა) ნინო დარბაისელი პარეიდოლია ფეისზე რა ხრიდოლია?! - ეს - მერამდენედ, ოლია, პირსავსე მთვარე - დოლია, ცაში - ღრუბლების დოლია, მიწაზე - ხორბლის დოლია, თუ ციხის რამ გოდოლია? აკადემია ინდური? - საწვრთნელი - “ბარბადოლია”? გიშველის - ვალიდოლია, დაღლილ ფსიქიკას სჩვევია ასე - პარეიდოლია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი