დანარჩენი - ქეიფ-ქეიფით გადასატან-გასაძლებია!


#პუბლიკაციები

აბა, ჩემო ტკბილო მეგობრებო, განსაკუთრებით თქვენ, სონეტების კითხვა ვისაც გიყვართ.
ყინული რომ წყალში ჩავარდება და აგრილება დაიწყება,  სექტემბრის პირველ, მღელვარე დღეებში   სასწავლებლებსა და სამსახურებში  ახლად დაბრუნებულებმა არ დაივიწყოთ “ლიტერატურული გაზეთის” ახალი ნომრის შეძენა!
    შიგ უამრავ საინტერესო პუბლიკაციასთან ერთად გელით  თქვენი მონა-მორჩილის ანუ ნინო დარბაისელის (დედი, აი, რა გოგო ვარ!- არ დამვიწყებია,  დაპირებისამებრ, ქართული გვარის დაწერა) სონეტების ნაკრები!

    ლირიკული ჩართვა:
    ორი დრო მიყვარს  თბილისში -  გაზაფხული რომ იწყება, პირველი ია-ყოჩივარდები რომ გამოჩნდება - იქიდან დაწყებული ივნისის ბოლომდე და  მერე სექტემბრიდან  - გიორგობამდე. 
   დანარჩენი -  ქეიფ- ქეიფით გადასატან-გასაძლებია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი