პოეტური ვალენტობა


#დილაუზმოს_ფიქრებიდან

პოეტური “ვალენტობა”

მეგობარი პოეტების, კოლეგებისა და
მკითხველებისადმი
- ვახტანგ ჯავახაძეზე

(ესეც კომენტარია,, პოე ზი ის”” მიერ დადებულ სტატუსზე საპასუხოდ)

სინამდვილეში, ძალიან ადვილია ამა თუ იმ პოეტის, ავტორის ვალენტობის დადგენა.
 მოკლე პასუხი უნდა გაეცეს მარტივ კითხვას: კონკრეტულად, რა შემატა მან ქართულ პოეზიასა და ქართულ ენას? 
ან 
რა ჩანასახობრივად არსებული სიკეთე აიყვანა ხარისხობრივად უმაღლეს, ნუ კარგი, მკვეთრად მაღალ საფეხურზე?
რა ღირსებით განსხვავდება მისი ენა, სტილი ... პოეზია წინამორბედთა და თანამედროვეებისაგან?
 
მიუთითეთ კონკრეტული ილუსტრაცია, მაგალითი და სულ ესაა!

ახლა გულწრფელად დაფიქრდით, :- თქვენი ფავორიტებიდან ვინ როგორ გაუძლებს ამ, ვითომც-და,  მარტივ კითხვას?

მე შევეცდები, ნაუცბათევად გავცე ამ კითხვებს პასუხი, ვახტანგ ჯავახაძის მაგალითით

 ამ პოეტმა ქართულ ლექსს ფრანგული გალანტურობა შესძინა, თამაშური პლანი განავითარა,  ახალ საფეხურზე აიყვანა პოეტური მახვილგონივრობა. ქართულ ნიადაგზე დანერგა არაერთი მანამდე უცნობი ან ნაკლებ ცნობილი სახეობა ლექსისა( მაგალითად, გრაფიკული პოეზია”.
შექმნა/ შემოიტანა პოეტური კომპოზიციის სახეობანი, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდით.
გაამდიდრა ქართული ლექსი ახალი რიტმული ვარიაციებითა და გააფართოვა რითმის სემანტიკური პლანი... ხომ ეყოფა ერთ პოეტს?

არსებობს მასზე გია არგანაშვილის
შესანიშნავი წერილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი