პოეტური კაჭკაჭობები და სველი მიწა


პოეტური კაჭკაჭობები და სველი მიწა
- - - - - - - 

მიყვარს, როცა პოეზიაზე მსჯელობისას გამოვუსხლტები უნიფიცირებულ, სამეცნიერო ტერმინოლოგიას  და ჩემთვის რაღაცეებს ვანცობ - ,, ჩემს” ტერმინებს ვიგონებ ხოლმე..
აი, მაგალითად ,, პოეტური კაჭკაჭობის ფაზა”.
რას ნიშნავს?!
კაჭკაჭი ,,მოლაპარაკე” ფრინველია, მაგრამ მას, ამ მხრივ, სამეტყველო აპარატი უმუშავებს და არა გონება.
 ზოგი ამ ფაზით იწყებს და ბოლოს საკუთარ ,, ხმას ” პოულობს, ზოგი - ბოლომდე ამ ფაზაში ჩაჭედილი რჩება, ზოგიც შიგა და შიგ ,, წაუკაჭკაჭებს”.

.   არანაირი განსაკუთრებული უნარი არ დამყოლია. 
ერთია, ბავშვობიდან უადვილესად ვიმახსოვრებდი ლექსებს. მერე ვცდილობდი, მე თვითონაც რამე მომეგონებინა და მეხსიერებაში მოგროვილი მზა პოეტური ბლოკებით, სახეებით, სიტყვებით, ეტყობა , რაღაც გამომდიოდა. 
ხშირად აზრი მე თვითონ არ მესმოდა, მაგრამ მსმენელზე რაღაც შთაბეჭდილებას ახდენდა, ან ვინმე მსმენელი ჩემს გასამხნევებლად იჭერდა თავს ასე, ცხადია, შემაქებდა კიდეც.
 აი, ეს იყო კაჭკაჭობის ფაზა
 ამ სიბერეშიც, როცა საკუთარ ლექსს კრიტიკული თვალით ვკითხულობ, მასში ვეძებ და ვპოულობ კიდეც ,,კაჭკაჭობებს” - არა, ალუზია, რემინისცენცია, პლაგიატიზმი და ასე შემდეგ, სხვა რამეა. ეს არის ,,სხვათა ხმები”, რომელიც სხვა ყურისთვის იქნებ მოუხელთებელია, მაგრამ მე მესმის. 
მარტო მე არ ვიქნები ასე . ალბათ სხვა პოეტებისთვისაც ნაცნობი ამბავია... მაგრამ ეს იქით იყოს.
ამას წინათ, ლექსის ავ-კარგზე მსჯელობას რომ შევყევით, ერთმა ფეისბუქელმა, როგორც კონტრარგუმენტით, ყოველგვარი  განმარტების გარეშე, ორი სტრიქონით მიპასუხა:
,, შერისხულივით ვერიდები ხიდზე სიარულს
და ფეხის დადგმას სველ მიწაზე”

რა უნდა მეპასუხა?
რატომ უნდა ერიდებოდეს ვინმე შერისხულივით ხიდზე სიარულს, ან რატოა შერისხული, ან სველი მიწა რა შუაშია?
 ან სად გაიგო ვინმე ავტორმა, რომ შერისხულებისთვის ხიდი საშიშია?

რა გამეგო, როგორ შემეფასებინა.... და მივწერე,  ეს სტრიქონები არც კარგია, არც ცუდი. გააჩნია კონტექსტს და ამ სიტყვების ფუნქციას მეთქი.
 და რა აღმოჩნდა?!
ჩემი ბავშვობის - ნინველობის დროინდელი ლექსი, ნაჩუქარი მეგობრისათვის, მიწერილი მის წიგნზე ...ალბათ,  ნაკაჭკაჭარი...
მეგობარი კი ვეღარც ვიცანი..
ასეა, ჩემო ნინო, 
ახლა მაინც დაცხრი და დაშოშმინდი, შე
სხვა პოეტების თვალში ბეწვის მძებნელო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი