ელენე ბაქრაძე - სიძვის დედაკაცი თუ ქალური თავისუფლების ჩირაღდანი?


#ავდარიანული

ნდს

ელენე ბაქრაძე - სიძვის დედაკაცი თუ
ქალური თავისუფლების ჩირაღდანი?

ხომ არ გახსოვთ, ბიბლიის ენაზე რა ჰქვია ქალს, მაშინდელი (და დღევანდელიც) ქუთაისელები პირდაპირ “ბოზს” რომ დაუძახებდნენ?
   აი, ქმარი რომ  ჰყავს (ველისციხელი აგრონომი ბერიშვილი, - 16 წლისა რომ მიათხოვა განჯაში პოლიციის უფროსმა მამამ, ნეტა რატომ? აი,   ჯერ განჯა - ველისციხეს რომ არ გაშორებია და ქუთაისი - ყველაზე დიდი ქალაქია,   რაც უნახავს) და პარიზიდან ჩამოსულ “კრასავჩიკთან”  - პაოლო იაშვილთან რომ დადის?  “სიძვის დედაკაცი”, ფშავ- ხევსურულად   “სიძვის დიაცი”,  არა?
 მერე, პაოლო იაშვილის თვითმკვლელობიდან  თითქმის ოცი წელი რომაა გასული, მისი რეაბილიტაციის  ხანაში შალვა დემეტრაძე კრებულს რომ ადგენს და  ყოველმხრივ ხელმოცარულს ახალგაზრდობისდროინდელი “მეგობრის” მარიჯანის იუბილეზე არდაპატიჟებულს და ამით შეურაცხყოფილს,   დაქადნებულს “ახლა მიყურეთო”, სიბერეში  “გაახსენდება”,  პაოლო იაშვილის “დარიანული დღიურები”  მთლიანად ჩემი დაწერილიაო და ინსტანციებში განცხადებებით სირბილს დაიწყებს, მე ვარ ავტორიო.
მერე რომ შეცვლის პირველ ჩვენებას, მთლიანად ჩემი დაწერილი კი არაა, მე ვწერდი და პაოლო აშალაშინებდაო?
ხანაც-  მე დღიურებს ვწერდი, პაოლო კითხულობდა და ლექსად აწყობდა. სხვაფრივ, პლატონური ურთიერთობა გვქონდაო. 
 ისე, რა მდიდარი ეროტიკული გამოცდილება მიუღია იმ ველისციხელი აგრონომის ხელში - კატასთან ზოო - კუნილინგვუსები და ამბები, ,,ეშმაკის მათრახმა”, შმერლინგმა დაუყოვნებლივ კარიკატურაშიც რომ ასახა! აბა, დასაკარგი კაცი იყო ის?

ცოტა მეტი წიგნიერება არ მოგეთხოვებათ,  გავრცელებულ სისულელეს უცოდნელად რომ იმეორებთ?
 რახანია დამტკიცებულია მეცნიერულად, რომ “დარიანული დღიურების” ავტორი არის პაოლო იაშვილი, გამოცემულია ორი უზარმაზარი წიგნი არა ვინმე, ჰაინრიჰ ბიოლის საზოგადოების  ფულს დახარბებული,  მუცლით მეზღაპრეებისა, არამედ წამყვანი ლიტმცოდნეების დაწერილი  და წერტილი.

P.S.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი. რის კომენტარადაც ეს ოპუსი დაიწერა, იქ არ სცოდნიათ  “სიძვის დედაკაცი” რას ნიშნავს , ცხადია, ძველი ქართულის შესაბამისად, პოსტპოზიციური წყობით,  “დედაკაცი სიძვისაი” - ბიბლიურია. ეს იქ დავუტოვე, რადგან 
  უკვე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია, ჩემს მკითხველებშიც აღმოჩნდეს ვინმე ასეთი. ამიტომ აქაც გადმომაქვს

„წარვედ და მოიყვანე თავისა შენისა დედაკაცი სიძვისაი” (ოსია 1:2)

ისე, ცნობისათვის - ყველაზე ძალიან ვერ ვიტან,  ვინმე საკუთარ უცოდინრობაზე სხვას, (ამ შემთხვევაში-  მე) რომ სთხოვს პასუხს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი