აფრუთი და ვარდი


#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნინო დარბაისელი

აფრუთი და ვარდი

მწერალთა კავშირიც და ნებისმიერი სხვა სახელოვნობო კავშირიც რომ იმიტომ შეიქმნა, რომ ტოტალიტარული  მმართველობის ცენტრს შემოქმედებითი ძალების იდეოლოგიური ცენტრალიზებური მართვა გაადვილებოდა,  საერთოდ არ უნდა გქონდეს წარმოდგენა იმდროინდელ ვითარებაზე, სხვანაირად რომ იფიქრო.
ერთი კითხვა სულ მაწვალებს, ეს ხომ მაშინვე ყველამ იცოდა და მიუხედავად ამისა, ამა თუ იმ შემოქმედებითი კავშირის წევრობას  მაინც ყველა ესწრაფვოდა.
 რატომ?
    
   ცენტრი თუ კავშირს შემოქმედთა სამართავად იყენებდა, ერთ ხელში თუ იდეოლოგიური მათრახი თუ ეჭირა, მეორე “პრიანიკით” -  პრივილეგიებით ჰქონდა დამშვენებული: ბინა, მანქანა,  აგარაკი, წიგნის გამოცემა, კარგი დასვენება სეზონზე, უცხოეთში სამოგზაუროდ გაგზავნა, ,, პაიოკი”,, სახელგანთქმა, დღეს რომ პიარს უწოდებენ, ახლა ყველაფერი არ მაგონდება. “უხვი ახსნილსა დააბს, იგი თვით ების,  ვინც ებისო” რუსთაველმა ჯერ კიდევ როდის თქვა!
    ეს ყველაფერი კი გასაგებია, მაგრამ ერთი რამაა  ჩემთვის სულ გაუგებარი:
  მე და ჩემი თანატოლები, როგორც შედარებით ახალგაზრდები,   იქნებ ვერც ჩავწვდომოდით ამას ყველაფერს, მაგრამ თუ ვინმეს კარგად ჰქონდა გააზრებული ან უნდა ჰქონოდა, ეს ყველაფერი  - ეს ხომ დისიდენტები იყვნენ.
ზვიად გამსახურდიას რაღად  უნდოდა, მწერალთა კავშირის წევრობა, როცა იდეოლოგიურად დაუპირისპირდა საბჭოთა კავშირს,  ცენტრს, მას,  ვისაც შემოქმედთა იდეოლოგიური მართვისთვის უნდოდა ის დაწესებულება. წესით, განა თავად არ უნდა გასულიყო იქიდან? დავუშვათ,  შესვლით შევიდა, ახალგაზრდულად ვერ გათვალა, რა სისტემაშიც ერთვებოდა.
იქნებ, ჩემი ფიქრი აქ ძალზე გულუბრყვილოცაა და რაღაც მრჩება მხედველობის მიღმა. 
    არა უჭირს!  
     ცოდნით ყველაფერი მე ხომ არ უნდა ვიცოდე, არა?
      მე - გულწრფელად მაინტერესებს და  დაველოდები, ალბათ ვინმე, საქმეში ჩახედული მეგობარი ამიხსნის.
     თუმცა, პამ ოპუსის წერა ამიტომ არ დამიწყია.
მინდოდა, ჩემი ერთი დაკვირვება გამეზიარებინა,  ორი მაგალითის გამოყენებით, თუ მეტყველებითი კლიშეები როგორ გამოიყენებოდა იდეოლოგიური მართვისათვის.
   ადამიანზე, რომელიც  ნაწერს გამოაქვეყნებდა,  ამბობდნენ ,”სამწერლო ასპარეზზე გამოვიდაო”
ასპარეზი -  საგანგებო საშეჯიბრო ადგილია.
   არსებობდა ამისი შემცვლელი  იდეოლოგიური კლიშეც, ტავტოლოგიის თავიდან ასაცილებლად რომ გამოიყენებოდა  “სამწერლო სარბიელზე გამოსვლა”.
   სარბიელი -  აქ უკვე მორბენალი ცზოველებისთვის გამოყოფილი  ტეროტორიის მნიშვნელობით გამოიყენებდა, 
თორემ მას სათარეშოს გაგებაც ჰქონდა ძველ ქართულში, მარბიელი კი ერქვა მომარბეველს, ძალას, რომელიც  გამოიყენებოდა უკვე დაპყრობილი ტერიტორიიდან ნადავლის მოსაგროვებლად. 
      კომუნისტურ პერიოდში  ცენტრალური საბჭოური გაზეთი და რადიო  - იდეოლოგიური  მეტყველებით-აზროვნებითი კლიშეების გავრცელების მუდმივი წყაროები იყო. პერიფერია - ცენტრის სარკე იყო. რასაც არ მიესალმებოდა ცენტრი, პერიფერია - იმაზე დუმდა.
ნათქვამი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს კომუნისტებმა რაიმე ახალი აღმოაჩინეს და მიუსადაგეს საკუთარ იდეოლოგიას.
      უხსოვარი დროიდან იყენებდა ამა თუ იმ საზოგადოების მართვის მსურველი  სხვადასხვა კლიშეებს, იარლიკებს… გადაღეჭილი თემაა. აქ ორუელის ხსენებაც გვეყოფა. 
     განა დღევანდელ საზოგადოებრივ - პოლიტიკურ სივრცეშიაც აქტიურად არ გამოიყენება  იდეოლოგიური სახელდების   იგივე მეთოდიკა?
   მაგალითად,  “აფრუთი”- საბჭოეთში ამოძირკვას რომ უწოდებდნენ, ოღონდ  თუ საბჭოურად ნეგატიური იყო, დღეს პოზიტიური რამის გაფუჭება- დაზიანებაზე იტყვიან.
    აგერ,  ჩვენს თვალწინ იბადება და კვდება კლიშეები, პოლიტ-მოწინააღმდეგისთვის შერქმეული და გავრცელებული  სახელები  - საინფორმაციო საშუალებებში.
   უთქვამთ, “დაარქვი ვინმეს ნაგავი და დადე აქანდაზზეო. 
რაღაც, არ მომწონს ასე  მთლად ნაგვამდე დაშვება ფინალში,
მოდით ასე გადავაკეთოთ! - 
  “დაარქვი ვინმეს ვარდი და ჩადე  ბროლის ლარნაკში” 
აზრი  - იგივეა, უბრალოდ პოზიტივშია გადაყვანილი.
 ე. წ. “რბილ ენას” ახასიათებს ასეთი რამეები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი