კომში, ხურმა და ტოროლა
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
კომში, ხურმა და ტოროლა
რას ვერ ვეგუები, იცით?
ადამიანი თავის სფეროში იქნებ კარგიც როა, მაგრამ სხვა სფეროებიდან ბევრი არ იცის, არც არის დიდად ვალდებული, ეს გასაგებია, მაგრამ იმ უცნობ სფეროს აგდებით რომ უდგება, რაღაც კლიშე- ყურმოკრული კრიტერიუმებით რომ გამოთქვამს აზრს. მაგალითად, იცის, რომ ბეთჰოვენი - ყველაზე დიდი კომპოზიტორია, მიქელანჯელო - ყველაზე დიდი მოქანდაკე, გალაკტიონი ყველაზე დიდი ქართველი პოეტი რუსთაველის მერე და ვინმეს შეფასებაში სპეციალისტები რომ ფრთხილობენ, ის კატეგორიულად იტყვის:
- მუსიკოსი?!ახლა ეგეც ბეთჰოვენი არა მყავდეს,
მოქანდაკე?!ახლა ეგეც მიქელანჯელოა,
-პოეტი?! - ახლა ეგეც გალაკტიონია!
არც შეცდება.
მაგრამ წარმოიდგინეთ, არც მანამდე და არც მერე, ამათ მეტი ხელოვნებას არავინ ჰყოლოდა!
არ იქნებოდა უბედურება?!
სხვისთვის - არ ვიცი და ჩემთვის - კი!
მოკლედ, ერთი ამბავია, დუმბაძე სჯობს თუ ხარანაულიო და ბესიკს ლანძღავენ.
დუმბაძე ძალიან მიყვარს და ვაფასებ, მაგრამ ეს შედარება რა შუაშია?
ეს ჩემი პასუხია
ნინო დარბაისელი:
ნეტა თუ ხვდებით მაინც, რას რასთან ადარებთ.
დუმბაძე - პროზაიკოსია, ხარანაული - პოეტი. ეს მხატვრული ლიტერატურის ორი სხვადასხვა სფეროა. რაკი ორივე წერილობითი, ბეჭდური სიტყვაა, ერთი და იგივე კი არაა! ეგრე ორნიტოლოგიის სახელმძღვანელოც ბეჭდური სიტყვაა, იგივე საზომით უნდა მიუდგეთ?
ეს დაახლოებით იგივეა, რომ თქვათ, კომში უფრო მახრჩობელაა, ხურმის ჩირი უფრო ტკბილია თუ ტოროლა უფრო მაღლა დაფრინავსო.
ეს - სხვას, პოსტის ავტორს დავუწერე
ნინო დარბაისელი:
“ეს უკვე შერჩევითი სამართალი გამოგდით.
მაგის პასუხი ერთია.
მე არ ვიცი, რას ამბობს შალვა რამიშვილი ბესიკ ხარანაულზე, მაგრამ მაშინ ეს ახლად მიღებული კანონი არ არსებობდა. შედეგად, მისი მოქმედება კანონდარღვევად არ ჩაითვლებოდა, მორალურად - ცხადია, ტყუის.
უნდა გაირკვეს, როდისაა ჩაწერილი ეგ ვიდეო. კანონის მიღებამდე თუ მერე. თუ კანონის მიღებამდეა, ეს არის მორალის სფერო და კანონით ვერ დაისჯება. თუ კანონი უკვე არსებობდა, უნდა იმუშაოს კანონმა.
ბესიკ ხარანაულს რაც შეეხება, შესაძლოა, არ მომწონდეს მისი ჩაბმა პოლიტიკაში, მაგრამ როგორც ლექსმცოდნემ უნდა გითხრათ, რომ გალაკტიონის მერე ასეთი მნიშვნელოვანი პოეტი არ ჰყოლია საქართველოს. მისი წვლილი ქართული პოეზიის განვითარებაში არის უზარმაზარი. მთელი სკოლა შექმნა.
ესეც - სხვას დავუწერე.
განა არ ვიცი, ფეისზე არასწორი აზრის გამომთქმელს კომენტარში რაიმე განუმარტო, ეს რაღაცით ოკეანეში ხამსის ჭერას ჰგავს, მაგრამ ვფიქრობ იქნებ ვინმე გონგახსნილს გამოადგეს,
თქვენ ისეთ რაღაცეებს მოითხოვთ ლექსისგან, მართლა რომ ერკვეოდეთ ჩვენს სფეროში, ჩემზე უნდა გიჟდებოდეთ. მე ვწერ მონორაიმებს- მთლიანად ერთ რითმაზე გაწყობილ ლექსებს, აი შიდარითმებიც რომ გარესთანაა შეწყობილი, ( მაგ ,, ლიანდაგები” ბევრს ვმუშაობ ასევე მყარ სალექსო ფორმაზე - შექსპირულ სონეტზე, მაგრამ აბა, საერთოდ გაგიგიათ ჩემი, როგორც პოეტის სახელი? არ გაგიგიათ!
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არც ლექსმცოდნე-კრიტიკოსად გეყოლებით გაგონილი. ასე რომ იყოს, ის მცირედი მაინც გეცოდინებოდათ, რომ ხარანაული , გალაკტიონის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტი არა მხოლოდ თავისუფალ ლექსებს წერს, ამ სახეობის ქართულად დამკვიდრებაში მისი წილი უზარმაზარია, როგორც ლია სტურუასი. ხოლო მე დისერტაცია ამ ორზე ანუ ქართულ თავისუფალ ლექსზე მაქვს დაცული და მე თუ არ ვიქე თავი, სხვას ასიათასი წელი არ გავახსენდები, სწორედ ქართული თავისუფალი ლექსის აღიარებული მკვლევარი გახლავართ. რა ვქნათ ახლა, კომენტარში დისერტაცია არ დამეტევა, მოკლედ - ვერ აგიხსნით,
გამოქვეყნებულ ნაშრომებს ჩემსას თუ არ წაიკითხავთ, ის მაინც გეცოდინებათ ვინ გვყავდა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი კრიტიკოსი და მის ნაშრომს დაგისახელებთ:
გურამ ასათიანი ,,ვიდრე ის ტოტი ირხევა”
მოხდა ისე, რომ ამ პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილ ერში ერთი - ბესიკი იქით მოხვდა, ლია სტურუა - აქეთ. ჩემთვის - ორივე მათგანი ძვირფასია. ორ დიდად გავლენიან პოეტზეა აქ ლაპარაკი, მე ვერცერთს ვერ დავთმობ!
პოლიტკონიუქტურა - ცვალებადია, სიცოცხლე - მოკლე, პოეზია - თუ ერი გადარჩა- უკვდავი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი