ისტორია - რიტორიკის წინააღმდეგ
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ისტორია - რიტორიკის წინააღმდეგ!
“ხელოვნება ვერ იარსებებს იქ, სადაც პროპაგანდა წყვეტს, რას ნიშნავს ხუმრობა, ფილმი თუ სპექტაკლი. და ეს ყველა მხარეს ეხება....“ - წერს ახალგაზრდა კაცი - დათა თავაძე “კვირის პალიტრაში”
მე დარწმუნებული ვარ, რომ
ეს - არის გარედან თავსმოხვეული, ახალი რიტორიკა, რომელიც ვერ უძლებს ფაქტების ლოგიკას.
მინდა დავიჯერო, მაგრამ ამის საპირისპიროს აჩვენებს მთელი ხელოვნების ისტორია.
საუკუნეთა მანძილზე დემოკრატია არ არსებობდა ბევრგან, მეტადრე იქ, სადაც ათასწლეულთა მანძილზე ტირანია მეფობდა, მეფობდა იმპერია და ასე შემდეგ.
რენესანსულ ფლორენციაზე ხომ ლაპარაკიც არ შეიძლება.
თუმცა ზოგიერთი დიდი სახელმწიფოს ისტორიაში, მაგალითად, რომისაში, ცნობილია დემოკრატიული პერიოდიც.
(არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის, რომ. “S.P.Q.R” - “ხალხში”მხოლოდ იმ პირებს გულისხმობდა და ნიშნავდა (არა -მონებს) ვისაც მოქალაქედ ყოფნის პრივილეგია ჰქონდა)
ეგვიპტე დემოკრატიული იყო? არა ! დიდი ხელოვნება შექმნა? -
კი!
საბერძნეთი დემოკრატიული იყო?
დიდი ხელოვნება შექმნა? - კი!
იქნებ გგონიათ, რომ ცივილიზაციის აკვანი - შუმერული საზოგადოება იყო დემოკრატიული?
ან შემდგომ ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და ასე შემდეგ ?
საბჭოთა ხელოვნების ტოტალური ოდეოლოგიზირების პერიოდში შეიქმნა … ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ იქნებ რაიმე შოსტაკოვიჩის, აითმატოვის, პლისეცკაიას, რაიკინის, (საბჭოთა კინემატოგრაფის მაგალითების უზარმაზარი სია გამოვა), ან ამირეჯიბის, ა. კალანდაძის, გაბრიაძის, ქართლოს კასრაძის, თენგიზ ჩანტლაძის ბადალი დაასახელოთ ვინმე, დემოკრატიულ გზაზე დამდგარმა კულტურამ რომ შექმნა?
იმ დროს განა საბჭოთა ტოტალიტარული პროპაგანდა არ წყვეტდა , “რას ნიშნავდა ხუმრობა, ფილმი თუ სპექტაკლი”?
იქნებ თქვათ, რომ ხელოვნება არ არსებობდა?
ამის მთქმელს ორი გზა- ღა რჩება:
1. ან უნდა აღიაროს, რომ საბჭოთა ხელოვნება არ იყო პროპაგანდისტური და არ უხდებოდა განვითარება იდეოლოგიური წნეხის ქვეშ,
2. ან აღიაროს, რომ მისი რიტორიკა ფაქტების რეალობას არ შეესაბამება.
ან… ან….რაღაც, სხვაშია საძებნი მიზეზი.
ნეტა რაში?
გული მტკივა, ახალი თაობის ასეთ ზედაპირულობას რომ გადავეყრები ხოლმე. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი ჩემზე კარგადაც იციან,
ყბას ტყუილად ვიქაფებ ახსნით, მაგრამ “ივიწყებენ” , რაკი საქმეს ასე სჭირდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი