ნიჭიერი ნომერი ორი
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ნიჭიერი ნომერი ორი
კომუნისტებმა ძალიან კარგად იცოდნენ ნიჭიერთა შორის ნამდვილად ნიჭიერის გამორჩევა და ადრეული ასაკიდანვე მისთვის სასათბურე პირობების შექმნა - ყველა სფეროში!
რაკი არჩევანს ვინმეზე შეაჩერებდნენ, დანარჩენებს - ირგვლივ ყველასა და ყველაფერსაც კარგად გამოუხშირავდნენ, შემოუმარგლავდნენ…
ოღონდაც … პაკეტის სრულყოფილება მოითხოვდა, მის გვერდით (!) ყოველთვის მზად ჰყოლოდათ ჩასანაცვლებლად მუდმივად გამზადებული ,,ნიჭიერი ნომერი ორი”, რომ ემანდ, მთავარ ნიჭიერს არაფერი შეშლოდა.
რას იზამ, შეცდომა - ადამიანურია!
შეუცვლელი კადრები კი არ არსებობენ!
უფრო ადრე, საბჭოთა სახელმწიფოს გარიჟრაჟისას, როცა ემიგრაციაში გაედინა სხვადასხვა სფეროს საუკეთესო წარმომადგენლობა, ვინც ქვეყნის შიგნით დარჩათ, წასულთა ჯინაზე, საუკეთესო საბჭოურ პრივილეგირებულ ყოფას უქმნიდნენ. აქაოდა, თქვენ ხომ მიატოვეთ საბჭოთა სამშობლო, აი, თქვენზე არანაკლებ ნიჭიერებს - არ მიუტოვებიათ და ნახეთ, ახლა საბჭოეთში რა კარგად არიანო!
გამხდარა “ნიჭიერი ნომერი ორი” - ნიჭიერ პირველად?
ალბათ ბევრ სფეროშიც!
ახლა? - არ მგონია, ვინმე ამ ნიშნით ვინმეს არჩევდეს. ის კი არა და ახლა უნიჭოს, მაგრამ კარგი მომსმენ- შემსრულებლის მოდელია უფრო გასავლიანი.
ნიჭიერი ხომ - ყველა - თვითონაა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი