ლექსი თუ პროზა


#ოპუსები

ნინო დარბაისელი

  ლექსი თუ პროზა?
- - - 
ამ ბოლო დროს, თავისუფალ ლექსზე საუბრისას, არცთუ იშვიათად მეკითხებიან, არსებობს თუ არა რაიმე საშუალება, გავარკვიოთ,  რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში საქმე  ლექსთან გვაქვს თუ პროზასთან.
    ლექსი, რომელშიც  ამბავია გადმოცემული, იწოდება ნარატიულ ლექსად .
     ეს ჟანრი, პრაქტიკულად, წარმმართველია დღევანდელ ქართულ პოეზიაში. 
   მას განსაკუთრებით თავისუფალი ლექსის მიმდევრები ეტანებიან.
        ერთ საიდუმლო ხერხს გასწავლით, ბევრჯერ გამოგადგებათ:

      როცა ლექსად შემოთავაზებულ ტექსტის  ლექსად აღქმა გაგიჭირდეთ, წარმოსახვაში ან ფურცელზე პროზის ფორმა მიეცით და დაუკვირდით, რა უშლის ხელს,  რომ  ეს ტექსტი იყოს პროზა.  
    თუკი ასეთები აღმოაჩინეთ, აი, სწორედ ეს, თვალნათლივი, "ხელისშემშლელი" , პოეტური მეტყველებისთვის არსებითი მომენტებია ის, რაც ლექსს ლექსად და უფრო აღმატებულ შემთხვევაში - პოეზიად აქცევს. 
    თუ ასეთი მომენტები ძალზე მცირე და უმნიშვნელოა ან სულაც არ აღმოჩნდა, დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ, რომ  იმ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე თავისუფალ ლექსთან კი არა, უბრალოდ, სტრიქონებად დატეხილ პროზასთან  გქონიათ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი