რასაცა გასცემ - სხვისია!


#დილაუზმოს_ფიქრებიდან

ნდს
რასაცა გასცემ  - სხვისია!

ადამიანებო, გაიგეთ, დაიმახსოვრეთ და შეეგუეთ!
რასაცა გასცემ, მორჩა, შენი აღარ არის!
არ მეგონა, ოცდამეერთე საუკუნეშიც ვინმესთვის გაუგებარი თუ იქნებოდა შოთას სიტყვები:
”რასაცა გასცემ შენია, რაც არა- დაკარგულია” -  და მას საბოლოოდ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ აფორიზმად შეირჩენდა!
   ჩემო კარგებო, ეს სიტყვები არ ნიშნავს ადამიანურ სიკეთე-სიუხვეს. 
ეს არის მეფის, მმართველის, მთავრობის და ა. შ.  შიდა პოლიტიკის პრინციპი, მისი დღეგრძელობის გარანტია.
   როსტევანი თინათინს გამეფებისას ჭკუას არიგებს: 

საბოძვარი, მოწყალება უხვად გაეცი, რადგან უხვს ყველა ემორჩილება, თვით ორგულიც კი, ვიდრე გამორჩენას ელისო.
უხვი მმართველი ახსნილს, ანუ მისგან თავგაღწეულსაც კი დააბამსო, ეს უკანასკნელი თვითონ დაებმევა,  ახალ-ახალი წყალობის მოლოდინშიო, მთავარია, მეფემ (მმართველმა) არ მოიწყინოს წყალობის გაცემაო.

ძლიერი სამეფო ზღვასავითაა, მუდმივად, წყალივით შედის მასში სიმდიდრე და კიდეც უნდა გაედინოს, დაიხარჯოს,  ხალხი რომ გაიერთგულოო.

   მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია.
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა,  ვინ ორგულია, 
რასაცა გასცემ შენია, რაც არა 
დაკარგულიაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი