ზოოპარკი ანუ რვამარცვლიანი ტაეპის ვარიაციები


#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები

ნინო დარბაისელი

ზოოპარკი, ანუ რვამარცვლიანი  ტაეპის ვარიაციები


ათმარცვლიანი და ცხრამარცვლიანი ტაეპების რიტმული ვარიაციები ხომ ვიპოვე ამას წინათ და დავდე. რვამარცვლიანიც მექნება სადმე და კარგი იყო,  მეპოვა. თუ გამოჩნდა, ცხადია, იმასაც დავდებ.

კიდევ ერთხელ  შეგახსენებთ, რომ აქ მომიხდება,  ძირითადად თავად შემოგთავაზოთ ნიმუშები, რადგან  ამერიკაში ქართული წიგნები არა მაქვს, რომ  უკეთესები მოვძებნო.

1. (1-3-4)

2. (2-2-2-2) აქ ბოლომდე ქორეს შენარჩუნება - ძნელია. დიქორესა და მეორე პეონში ადვ- ილად გადადის

3. ( 4/4) ეს რუსთველური და ხალხური შაირის წყალობით, ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მოკლე მაღალშაირი

4.   (5-3 ან 3/5) ესეც  მოკლე დაბალშაირია და ნიმუშები ბევრია

5. (1-2-5) 

6.( 2-3-3)

7. (3-2-3)

8. (3-3-2)

9..(4-3-1)

10. ( 4-1-3) ამის შენარჩუნებაც გაჭირდება, რადგან 1/3 ან დიქორესაკენ ან მეორე პეონისაკენ მიისწრაფვის. 
   დაუკვირდით, რას შვრება ერთმარცვლიანი სიტყვა, როგორ ეკედლება მომდევნო თავმახვილიანს ტერფში.

საზომები რომ  კარგად დავიცვათ, აქ ერთი პატარა ეშმაკობა გვიშველის. რამდენმარცვლიანი ტერფიც გვაქვს, სიტყვაც იმდენმარცცლიანი უნდა დავამთხვიოთ

  მე - ათი სახეობა გამომივიდა. ნეტა რამე ხომ არ გამომრჩა?

თუ შენიშნავთ, მომწერეთ და დაუყოვნებლივ შევავსებ.

ახლა დამრჩა რაიმე გამჭოლი თემის არჩევა.

სიყვარულზე უკვე იმდენია ნათქვამი, მოსაწყენი იქნება მარადიული თემებიც არ გამოგვადგება. რა იყოს, რა იყოს და ზოოპარკი ავიღოთ!

1. (1-3-4)

 ცა - ლურჯია ზოოპარკის.
მე  - ავცქერი გაოცებით.
შენ - დაღლილხარ,  იმჩნევ არკი.
არ მრცხვენოდეს - გაკოცებდი.

გვაქვს პატარა ანტრაქტი და 
ხარ  სიცივით განავეში. 
აქ  შეუქმნეს ანტარქტიდა, 
დგას პინგვინი სიცივეში.

2. (2-2-2-2)

კობრა თავის შუშის იქით
ხედავს, ნეტავ, კიდევ რამეს?
გატყობ  კრთები, ხელში -  ჭიქით,
გულში - შიშით ხვდები ღამეს.

3. (4-4)

აქ მთელი უზარმაზარი  მასალაა.
ანტილოპას შეუყვარდა 
თავისივე მეზობელი.
ოცნებაში გადავარდა,
ბედისწერის მადლობელი.

4. 5-3 ან 3-5 ( ეს- ძალიან მოქნილი საზომია და ერთ ნიმუშში შეიძლება ჩავეტიოთ)

გამოკეტილა გალია -
თუთიყუშების  ალაგი.
მოწყენილია კალია,
თუმც შერჩა ზამთრის მარაგი.

 ძველებურს  აღარ დაეძებს
 გართობასა და მღერასა.
ქარი წაიღებს ნაბოძებს,
ბუმბულებს  - ღერა-ღერასა.

5.(1-2-5)

 შენ, ვეფხვო რუსთაველისა,
ვინ შეგხვდეს გალაღებული,
დღე გიდგას საკვირველისა -
- ცის კარი გამოღებული.

6. (2-3-3)
 
ზებრას პიჟამო მოუხდა,
ვირი შეჰყურებს, შეშურდა.
 - ჩემთვის ვიყიდე, რა მოხდა.
განა ვიცოდი, შენც გსურდა!


7. (3-2-3)

ბეგემოტს უყვარს ტალახი,
ბუყბუყი   ლაღად  შიგაო,
გარემოს შვენის ბალახი…
დასასრულს ელი იგავო?

განვაგრძოთ ესე ამბავი.
ძნელია თუ ხარ  ნაჩვევი.
ტალახში მოვა აბა ვინ?
ამქვეყნად მარტო დარჩები.
 
8. (3-3-2)

მაიმუნს შეხედეთ კარგად.
არასდროს იღლება ჭამით,
გზადაგზა ბანანებს  კარგავს,
არასდროს ღონდება  ამით.

ხმაური აშინებს  ავი.
დაფხანოს პატარას უნდა
მწერებით  გავსილი თავი
და ტაკო -  წითელი გუნდა.


9. (4-3-1)
აკვარიუმს გაგვიღებს -  ვინ,
დავინახავთ   უცნაურს -  რას?
გავიძახი თამამად:  - წინ!
პატარაა, ველოდი სრას!

ავიხირე შემოსვლა მეც!
რა ვიხილე   ისეთი,  რომ
აჯობებდეს,  გარეთა მხეცს,
ვუყურებდე. გამასწრო დრომ!

10. (4/1/3)

ზოოპარკის დროც  გავიდა.
მნახველებმა   დღე  გალიეს.
მოყვარული ხვალ თავიდან
დაუყვება ამ გალიებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ამდენმა ადამიანმა წაიკითხა?
ამისთანა სპეციფიკური, ვიწრო ლექსმცოდნეობითი საკითხია და ეტყობა, მკითხველს მაინც აინტერესებს?
კი ვეცადე, ჩემი მხრით, რაც შეიძლება ადვილი გასაგები და სახალისო ყოფილიყო

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი