კარგი ნაწერი და სოკრატე
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
კარგი ნაწერი და სოკრატე
ერთ მეგობართან ამბობდნენ, რად მინდა კარგი ნაწერი, შიგ თუ გასააზრებელი არაფერიაო.
მე მგონია, რომ “უგასააზრებლოდ “- კარგი ნაწერი - საკიდარზე დაკიდული ლამაზი ჩასაცმელია, თუ ,,შიგ” ადამიანი არ იგულისხმება, არსება, ვის თარგზეც აიჭრა, დაიბლანდა და აიგო ყველაფერი და შემდგომ - მკითხველი, რომელმაც უნდა მოირგოს მზა. სხვაფრივ - მწერლობა - რა ბედენაა!
ერთიც უნდა ითქვას, გასააზრებელი შეიძლება ბევრს არც ბევრი დაუხვდეს, მის საკუთარ ფონს, თეზაურუსს გააჩნია, მაგრამ ერთი დიდი სიამოვნებაა კარგი ნაწერის კითხვა, თუნდაც ნაცნობ აზრთან, ჩემსავე ძველ ფიქრთან და ჩემსავე უკეთეს აზრთან მაბრუნებდეს.
და ისე, კაცმა რომ თქვას, სოკრატე არ გვასწავლიდა?! - ადამიანმა იმდენი რამ უკვე იცის, რომ არც კი იცის, რომ იცის და სწორი კითხვების დასმა - გახსენებაში დახმარებააო.
ცუდად დაწერილი თუა, ცუდი, მოურგებელი, მოჩხლართული ტანსაცმელია.
ქართული იქნება თუ სხვა, ენა, რომელზეც წერს, თუ არ მოსდევს ავტორს, მე მისი მკითხველი რატომ ვიქნები?!
გასააზრებელი მხატვრული მწერლობის გარდა, ისეთი კარგი წიგნები ვიცი, ავდგები და მის კითხვას - რომელიმეს კიდევ ერთხელ გადმოვიღებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი