აამე და იამე
ნინო დარბაისელი
აამე და იამე!
ამას წინათ ერთმა, შედარებით ახლობელმა მომწერა, ერთ ლექსზე შენი აზრი მაინტერესებსო.
ასეთი წერილები პირად ფოსტაში ტონობით მომდის, მაგრამ რაკი ახლობელი იყო, განსაკუთრებული ყურადღებით წავიკითხე, რაც ჩემს ენაზე ნიშნავს “შემომეუპატიურას”.
მისაყვედურა, შენ ხომ ვერაფერს მოგაწონებ, ვინც ნახა, ყველა გადაირია, ზოგს პირადად წავუკითხე, ზოგს - ტელეფონით გავაცანი, ზოგს ფეისზე გავუგზავნე, სულ ცნობილ ხალხსო. გენიალურად მიაჩნიათო, -ჩამომითვალა ვინ აღარ,-
ორმა ძალიან ცნობილმა ტელეფონზე მითხრა, თბილისში რომ ჩამოხვალ, აუცილებლად მოდი ჩემთან სახლშიო.
ორივეს პირადად, ახლო ვიცნობ, ოჯახიანად …
წარმოვიდგინე, ან ერთთან, ან მეორესთან მართლა მისული და ის-ის იყო, რაღაც მაწაკობის დაწერას ვაპირებდი, რომ გადავიფიქრე და მარტივად მივწერე:
ოო, შენ ისეთ მაღალ სივრცეებში მოსწონებიხარ ხალხს, ეტყობა, მე ჩამოვრჩი გემოვნებას და ნუ მიაქცევ ყურადღებას, რაც მოგწერე. რომ ნახო, მომიკითხე-მეთქი და მივაბლოკე.
ასე ღიად იმიტომ ვწერ, რომ ის ორი ადამიანი ფეისზე არ იხედება( გვერდები - აქვთ, მაგრამ სრულიად სხვების გახსნილი).
დანარჩენებს კი, ვინც აქ თავის თავს იცნობენ… მოსწავლედ უნდა დავუდგე.
უთხარი ვინმე აბეზარ შემაწუხებელს ერთი-ერთზე, მაგარი ხარ-თქო, წაკითხვა და თავის გაცხელებაც არ დაგჭირდება.
მთავარია, ღიად აზრის დაფიქსირებას დაუძვრე. ცხოვრება ხომ ისედაც ისეთი მოკლეა, რაც მეტს გაახარებ, მეტ მადლად ჩაგეთვლება.
შენი რა მიდის, აამე და იამე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი