სჭირდება თუ არა მწერალს გრამატიკა


#ოპუსები

 ნინო დარბაისელი

სჭირდება თუ არა მწერალს გრამატიკა
- - 

გრამატიკა ენის ბუნებიდან გამომდინარეობს. მწერალს ცოდნა თუ არა, ინტუიტური წვდომა მაინც თუ  არა აქვს მასში, ვერ გამოვა მწერალი.

ცუდია  გრამატიკოსების მიერ რაღაც ლოგიკით,  ენისათვის თავსმოხვეული, მისი ბუნების შეუსაბამო წესები, რომელიც ცხადია, მწერალმა უნდა უარყოს.

როცა ენის ნამდვილ გრამატიკას სიღრმისეულად გრძნობ და ცნობ, მაშინ გამოგდის მეტნაკლებად წარმატებული ენობრივი თამაშები.
ყველა გენიოსი ღრმად სწვდებოდა იმ ენის ბუნებას, რომელზეც წერდა, მათ გრამატიკასთან თამამი შეთამაშებაც ხელეწიფებოდათ.
  როცა დამწყები, უმწიფარი პოეტი გრამატიკას არ იცნობს და არ ცნობს, ( უამისოდ, თუნდაც  ენობრივი თამაშები - წარმოუდგენელია) ეს უკვე ნიშნავს მის კაპიტულაციას ენისა და სიტყვიერი ხელოვნების წინაშე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი