ფიქრები ცისფერყანწელებზე
#ოპუსები
ნდს
ფიქრები “ცისფერყანწელებზე”
გასული საუკუნის სამოცდაათიანების ბოლოს, როცა ჩვენში გაზეთისა და პირადი წერილის წამკითხავი და კარნახით პასუხის დამწერი მხოლოდ სოფლის მღვდელი ან საგანგებო პირი, “სოფლის მწერალი” იყო და ძლივს “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” იქმნებოდა(1879), დასავლეთში ლიტერატურული და ფილოსოფიური ათასგვარი გაერთიანების ნამდვილი ბუმი იყო.
პრინციპში, მაღალი წრეებისათვის ლიტერატურულ-კულტურული სალონები მეცხრამეტე საუკუნეში ჩვენშიც კი იყო, მაგრამ მომდევნო, შედარებით უფრო დაბალი, მაგრამ თანდათან მომძლავრებული ფენისთვის, თეატრისა და გაზეთის გარდა, ჩვენში კიდევ რამე თუ არსებობდა, ორიოდე საოჯახო სალონის გარდა( მაგ ნაზაროვებისა - ქუთაისში) მე არ ვიცი.
საშუალება ბევრს გაუჩნდა უცხოეთში გამგზავრებისა და ცოდნის შეძენისა, მათ შორის ვაჟა-ფშაველასაც კი.
ამის გათვალისწინებით ჩემს თვალში კიდევ უფრო იზრდება მნიშვნელობა ნაპარიზალი პაოლო იაშვილის თაოსნობით ქუთაისში შექმნილი “ცისფერყანწელთა” გაერთიანებისა, ორდენისა, რომლის წევრებიც ძირითადად სამედიცინო და სასულიერო წრიდან გამოსულ, დასავლეთ საქართველოელ, ძირითადად იმერელ, ლიტერატურულად ნიჭიერ თაობას აერთიანებდა,(კახელი გიორგი ლეონიძე მათ თბილისში გადმოსვლის მერე შეუერთდა).
ბევრი მათგანი აზნაურის გვარსა და მხოლოდ წოდებას ატარებდა, რადგან სხვაფრივ, აზნაურობას - აღარანაირი სტატუსი აღარ ჰქონდა შერჩენილი.
პოეტობა ხომ საუკუნოვანოვანი ტრადიციის, მეტადრე ქართულის თანახმად, ძირითადად, არისტოკრატიისადმი კუთვნილებას ნიშნავდა. გვყავდა ძველი თბულისური ბოჰემის პოეტობაც (გრიშაშვილს თუ დავესესხებით,) და მათი “სახალხო” (არა - ხალხური) ხმა მეცხრამერე საუკუნის ბოლოს უფრო და უფრო მკაფიოდაც გაისმოდა, ბურჟუაზია კი ჩვენში პირველ, მოკრძალებულ ნაბიჭებს დგამდა.
ქუთაისიდან გამოძევებულმა და თბილისში დედაქალაქის დასაპყრობად ჩამოსულმა “ცისფერყანწელებმა” კი დაუკავშირეს ქორწინებით ბედი ძირითადად თავადური წარმოშობის, ან სიმდიდრით განთქმულ პოეზიის მოყვარულ ქალწულებს, მაგრამ ამ ამბებს მოგვიანებით გავიხსენებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი