როგორ ვიცნოთ კარგი თარგმანი


#ოპუსები
ნდს 

როგორ ვიცნოთ კარგი თარგმანიეს სტატუსი  ლიტერატურული საიტის   ,,urakparaki.com'' -  წევრის შეკითხვაზე პასუხად დაიწერა.
    
(ვინც ჯერ არ არის ამ კარგი ლიტერატურული საიტის ავტორი ან მკითხველი, ვურჩევ, მიჰყვეს მითითებულ ლინკს და დარეგისტრირდეს).

       ,,იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცნოთ კარგი თარგმანი,  ლიტსაიტებსა თუ რეალურ ცხოვრებაშიც არაერთხელ გვისაუბრია. 
      გაგაცნობთ  ორიოდე მარტივ ხერხს უკეთესი თარგმანის  ავ- კარგის შეტყობისა, რომელიც. ვფიქრობ,  გამოგადგებათ. 
        უპირველესად დაუკვირდით, ტექნიკურად და ენობრივად რამდენად გამართულია ეს თარგმანი მშობლიურ ენაზე. ეს არის, ასე ვთქვათ ,,პრეტესტი". ეს თუ ვერ გადალახა,  ,,თარგმანი  ტესტირებაზე არ დაიშვება" (გასათვალისწინებელია  ერთი გამონაკლისი - როცა ენობრივი გაუმართაობა შესაძლებელია რომელიმე სათარგმნი ორიგინალის სტილური თავისებურებაც იყოს). 
      ამის შემდგომ დაუკვირდით, რამდენად ადეკვატურად გადმოსცემს მთარგმნელი დედნის სათქმელსა და რამდენად  ადეკვატურ ფორმას ურჩევს. ანუ,რამდენად ახლოა ორიგინალთან. 
        რადგან თარგმანი ძირითადად გონივრული კომპრომისებისა და კომპენსაციათა ხელოვნებაა. დაუკვირდით, რას თმობს ავტორი ორიგინალიდან, რა ობიექტური აუცილებლობით არის გამოწვეული ეს დანათმობი. ახერხებს თუ არა მის კომპენსაციას და როგორი წარმატებით და ა. შ. 
      არსებობს თარგმანის შეფასების ,,ექსპრეს მეთოდიც", რაღაცით მსგავსი ,,პრე-ტესტისა". , რომელსაც უფრო გამოცდილი შემფასებლები იყენებენ, მაგრამ მოყვარულებსაც გარკვეულწილად გამოადგებათ.
      მის  გამოსაყენებლად აუცილებელია, ორიგინალს წინასწარ იცნობდეთ ან გაეცნოთ, დააფიქსიროთ მისი გამორჩეულად მნიშვნელოვანი მომენტი/მომენტები და ნახოთ,  კერძოდ, ეს მომენტები როგორ არის დაძლეული თარგმანში. თუ დაგაკმაყოფილათ, დანარჩენსაც დაუკვირდებით თუ არა და, გვერდზე გადადებთ.  
        ორი ან რამდენიმე სხვადასხვა თარგმანიდან უკეთესის შერჩევაშიც ეს წესი დაგეხმარებათ.
    რაც შეეხება საუკეთესო თარგმანს - ეს ყველაფერი მხოლოდ მის პიედისტალად გამოდგება."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი