ოპუსები -,, რაფსოდი ინ ბლუ”


რაფსოდი ინ  ბლუ”  თუ “რაფსოდია ლურჯში”
 
   მჯერა, იცანით, ეს ჯორჯ გერშვინის ცნობილი ნაწარმოების სახელია.
უნდა ვთარგმნოთ თუ უთარგმნელად უნდა გადმოვიტანოთ იგი?
- სხვა სათაურებს თუ ვთარგმნით, მაგალითად, ვამბობთ ,,სევილიელი დალაქიო”, ამან რაღა დააშავაო, იტყვის ზოგი.
მეორე მხრით, თუ გავიგებთ, თუ რატომ ჰქვია ასე და არა სხვანაირად, შეიძლება კარგად დავფიქრდეთ. 
 
 ისტორია ასეთი იყო.
1924 წელს, როცა ჯორჯმა ეს ნაწარმოები შექმნა, სახელი თავად არ დაურქმევია, მისმა ძმამ  - ირამ  შეარჩია და რომ იცოდეთ, რის მიხედვით!
     რაფსოდია - ვიცით, მუსიკალური ჟანრია და გენეტიკურად სიმღერას უკავშირდება.    
     ბლუზი - ასევე,  აფრო-ამერიკული,  კომპლექსური  ჟანრია.  ფოლკლორს, სპირიჩუელსებსა და ქეროლებს ეყრდნობა    
   გერშვინი თავის რაფსოდიაში იყენებს მას.
    რა მოსაწყენი სათაური იქნებოდა, არა, “რაფსოდია ბლუზით”?
  არსებობს ერთი  ამერიკელი, უცნობილესი მხატვარი ჯ. ვისტლერი, (ამერ. გამოითქმის, როგორც ვისლერი - ნ. დ. ), რომელიც  სახელგანთქმული იყო არა მხოლოდ ნამუშევრებით, არამედ მათი  თავშესაქცევი სათაურებითაც.
    მის ყველაზე ცნობილ ტილოს,  რომელიც ამჟამად პარიზშია დაცული და რომელსაც  ახლა, უბრალოდ,  ,,დედას” ეძახიან, სინამდვილეში   ეწოდება  - “გადაწყვეტა რუხსა და შავში, ნომერი ერთი”(Arrangement in Grey and Black No. 1)
        ეს  სათაური ძალიან მახვილგონივრულად მიაჩნდა გერშვინის ძმას  - ირას,  ვისტლერის მხატვრობაც  ძალიან უყვარდა და  მის მიხედვით შექმნა სათაური, რომელიც თუ გაიაზრებთ,  აბსურდულია, მაგრამ სიტყვა “ბლუზი” მასში  შეკვეცილად,  მაინც ხმიანობს.
   ქართულად თარგმნისას ეს მახვილგონიერება ორსავე შემთხვევაში დაგვეკარგება;
    1.თუ ვთარგმნით ასე ,,რაფსოდია ცისფერში” ,  გარდა იმისა, რომ გაუგებრობაა, აღარ ჩანს მინიშნება ბლუზზე;
   2. ხოლო თუ  ვთარგმნით ასე   “რაფსოდია ბლუზში”- ისევ უაზრობა გამოდის შინაარსობლივადაც, მნიშვნელობებით თამაში ხომ იკარგება და იკარგება!
   მე უთარგმნელად გადმოვიტანდი ქართულში და ,,რაფსოდი ინ ბლუ”-ს დავუძახებდი…
   თუმცა ჩვენ ამაზე მეტად რატომღა უნდა დავფიქრდეთ?
   დაე, მუსიკოსებმა გადაწყვიტონ, რა ურჩევნიათ!
 
P.S
 
სხვაგან მკითხეს, ადრეც ხომ ჰქონდა გერშვინს  სიტყვა “ცისფერი’ გამოყენებული თავისი ოპერის სათაურშიო. ვუპასუხე:
- მადლობა კითხვისათვის . მართალი ბრძანდებით… ოღონდ ნაწილობრივ.
გერშვინის ნაწარმოები, რომელსაც თქვენ გულისხმობთ -  ,,ცისფერი ორშაბათი” ( blue Mondey)
პირველი ჯაზ ოპერა,  შექმნილი 1922 წელს, ასე  არ იწოდებოდა.
მას გერშვინმა დაარქვა  - “135-ე ქუჩის ბლუზი” .
   მერე, “რაფსოდი ინ ბლუ” - ს  ანალოგიით,  მსმენელმა დაუწყო ასე მოხსენიება და დამკვიდრდა  კიდეც ამ სახელით.
 
ერთი საინტერესო  მომენტიც
ეს “ხალხური სათაური” შემდგომში იდიომადაც იქცა 
“ბლუ” - მოწყენილსაც ნიშნავს. ორშაბათი - კვების ობიექტებისთვის, აეროპორტებისთვის - დაუტვირთავი დღეა და ,,ბლუ მანდის” უწოდებენ.
 
ვიპოვე!!! ხომ ვამბობდი, არ არსებობს, სადმე არ იყოს-მეთქი.
2022 წლის 30 ივნისს დამიდია. ეტყობა ე. ბაქრაძის “გადათარიღებას” დავამთხვიე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი