ლექსმცოდნეობითი ოპუსები - ნათურა და ჭიქა ქარ-წვიმაში
ნათურა და ჭიქა ქარ-წვიმაში
ვმოგზაურობთ. ვართ სადღაც, გადასაკარგავში, სასტუმროში.
გარეთ - გაუთავებლად წვიმს და ქარია. როგორც პაპაჩემს უყვარდა თქმა, “კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ”.
არალიტერატორი მეგობრები აქ არ დაიბნეთ!
ეს - ჩემი ბიოლოგიური პაპის - გოგიასი კი არა, არც იოსებ ჩხიკვაძისა, არამედ სულიერი პაპის - ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვებია.
გუშინ ერთი იშვიათი საზომის ვარიაციებით რომ ვერთობოდი, თემო ჭახნაკიამ გივი გეგეჭკორის ლექსები გადმომიგდო და იქიდან ერთმა - ახალი იდეა გამიჩინა :
4/3, 4/3, 4/2 - ის ვარიაციები დამოუკიდებლად ხომ უკვე გავაკეთე მანამდე, სამტაეპიან სტროფებად.
მერე , შემდეგ პოსტში რაიმე, ინვერსიულიც ხომ ვცადე, ისევ ტერცეტებად 3/4, 3/4, 3/3, ახლა
მინდა ამ დარდიან გულზე
2/5, 2/5, 2/4 დავამუშაო.
კი აქვს გივი გეგეჭკორს ამისი ნიმუში, მაგრამ რიტმული ინერცია ამ თითქოს უცხო და სინამდვილეში კი, საკმაოდ მოქნილი საზომის რიტმს, წინა ტაეპების რიტმულ მდინარებას , “სახადივით გადასდებს”.
თემა? …
თემა რა იყოს?…
ახლა სასტუმროს ნომერში ვართ შემოკეტილი და პირველი, რაც დავინახე, რომ მიმოვიხედე, ნათურაა და ერთი ჭიქა.
იყოს ჯერ ნათურა!
შესაქმე
ქვეყნად ყველა ნათურა,
თუნდაც ფიქრთ გასართველი,
(ზოგს - ასწვდება იქ - რა!)
ამბობს, ღმერთის ნატურა,
ყველგან, მარად მმართველი,
ჩემში ჩამოიქნა.
სხვისი ისმინა, თუ რა,
ბრძანა, “იქმნეს ნათელი”
და ნათელი იქმნა!
- - -
ესეც მეორე
ჭიქა
ლხინი - აქ, ჭირი - იქა,
ვიდგე მე მაგიდაზე,
სავსე - დასალევით.
სმას სჭირდება ტექნიკა,
გული - რად გადარაზე,
დარდსაც მოვერევით.
ხედავ? გაგძვრა სმით სიქა,
გინდა სთქვა კიდევ რაზე?
წვენში - სპირტის რევით?
რა ვქნა, თუ ვარ მე ჭიქა,
ვატყობ, რომ გაგაბრაზე.
ნაღველს ნუმც ვეძლევით!
დაბლა - მიწა იზნიქა,
ორთქლია - ფანჯარაზე.
უფალია -ზევით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი