პოეზია და თავისუფლება


პოეზია და თავისუფლება

ეს უზარმაზარი თემაა, პრობლემაა.,  მაგრამ მისი ვულგარიზაცია  ახლა - მოდაშია, მით უფრო, ინტერნეტში.
დღესაც შემხვდა. პოეზია - თავისუფლებააო!
ჟღერით რატომაც არა, ჟღერს და გულუბრყვილო ან გამოგულუბრყვილებული მასაც შეიძლება აიყოლიო, მაგრამ სიმართლეს არ შეეფერება.

      პოეზია და თავისუფლება თუ ერთია,
მაშინ არ არსებულა პოეზია და ეგაა!
პოეზია თუ/როცა არსებობს, იგი  არ დაგიდევთ, თავისუფალია თუ არა ავტორი.  ან რამდენად თავისუფალია.
    იგი შეიძლება,  თავისუფლებას ელტვოდეს, უმღეროდეს, მისი აპოლოგია იყოს, მაგრამ თავად  ავტორი არ იყოს თავისუფალი.
    მანდელშტამი გაიხსენეთ, რატომ  მაინცა და მაინც მანდელშტამი?!
- დღეს გამოსულ “ანეულშია” მისი პოეზიის  ჩემეული თარგმანები.

ზოგადად, მსოფლიო პოეზიის ისტორიაა  ამისი დასტური.
რად გვინდა მსოფლიო პოეზია, გენიოსი გალაკტიონი თავისუფალი იყო?
არააააა!
“თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარაო”, გაიმეორა დავით მეფის ფსალმუნის ეს სახე , თანაც ამპლიფირებულად?
გაიმეორა!
თავისუფლებაზე უკეთესი რამ  მრავალსაუკუნოვან ქართულ პოეზიაში ვინმეს უთქვამს?!
არააა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი