უმაღლესი პოეზია და ელემენტარული არითმეტიკა


უმაღლესი  პოეზია და ელემენტარული არითმეტიკა

ედგარ პოს საფლავი - ბალტიმორში ეს კიდევ ერთი მისტიკური ამბავია!
რეალურად, სად იყო დასაფლავებული, არავინ იცოდა და მოაწყვეს მისი მემორიალური საფლავი, თანაც არა ერთგან.
  მას შემდეგ, როგორც თვითმხილველები, მათ შორის  ახლომდებარე ეკლესიის მრევლის წევრები ირწმუნებოდნენ,  მთელი 60 წელი იმ  ბალტიმორის მემორიალურ საფლავზე, ყოველ შებინდებულზე (!!!) მიდიოდა შავ დომინო-მოსასხამიანი(“ქეიფ” - კაპიუშონიანი  მოსასხამი) გამხდარი კაცი, რომელსაც სახე არ  გამოუჩენია, ტოვებდა სამ  წითელ ვარდს და ნახევრად დაცლილ კონიაკის ბოთლს.
  დღემდე მისტიკად რჩება.
მისტიკაა, აბა რა!
    აი, ვფიქრობ, ვფიქრობ და სულ ავიხლართე:
    ის ბოთლები მერე, წელიწადში 365 - ვის სად მიჰქონდა?
      365x60 = 21 900 ბოთლი,
    ნახევრად დაცლილი,  ნახევარლიტრიანი თუ იყო,
21 900: 4=  5425 
ესე იგი ნახევარი ტონა კონიაკი მიიტანა იმ უცნობმა  და  კიდევ მეტი?
      თან ოცი წლისა ხომ  მაინც უნდა ყოფილიყო,  პო რომ სცნობოდა. ოთხმოც წლამდე დღეში ნახევარ ლიტრ კონიაკს სვამდა…
  უიმეეე,  დავიღალე, სად შემიძლია ამდენი ანგარიში!
  დაასხი, ედგარ პოს ხსოვნისა იყოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი