“ფოკუს-მოკუსი” და ,,ჰოკუს- პოკუსი”
#დილაუზმოს_ფიქრებიდან ნინო დარბაისელი “ფოკუს-მოკუსი” და ჰოკუს-პოკუსი” ახლა რაღაცას ვკითხულობდი და გამახსენდა ერთი ძველი ქართული, ქალაქ თბილისური გამონათქვამი. “ფოკუსნიკიაო” - იტყოდნენ ვინმეზე და ეს ნიშნავდა, რომ მოულოდნელ, ხრიკიან, სხვათა გასაკვირ რაღაცეებს აკეთებდა. “ეგ მაგისი ახალი ფოკუს მოკუსია” რაღაც ასეთი გამიგონია იმ ადამიანის შესახებ თქმული, რაღაც ტყუილებსა და ხრიკებს რომ მიმართავდა დასახული მიზნის მისაღწევად. მართალი გითხრათ, ამაზე სპეცოალურად არასოდეს დავფიქრებულვარ, მარტივად ილუზიონისტურ საქმიანობასთან ვაკავშირებდი და მყოფნიდა. შევნიშნე, რომ ინგლისურშიც არსებობს ანალოგიური გამოთქმა, რომელიც ზუსტად შეესაბამება იმავე სიტუაციას ,,ჰოკუს პოკუსი” ( hocus pocus). მიიჩნევა, რომ გამოთქმა ეტიმოლოგიურად ილუზიონისტური საქმიანობიდან მოდის. სცენაზე გამოსვლისას ვიდრე, მაგალითად, რამეს გააქრობდნენ, რამეს სხვა რამედ აქცევდნენ, ამ ფრაზას ამბობდნენო. აქედან განზოგადდა და ხრიკიან ადამიანებზე გავრცელდაო. უფრო ღრმა ეტიმოლოგიური ძირების დაძებნაც სცადეს სხვა მკვლევარებმა, რომის ისტორიას დაუკავშირეს და ლათინურ ენას. ასაბუთებენ, მისი საწყისი გამონათქვამია "Hoc est corpus meum" - (ეს ჩემი სხეულია) რომელიც დღემდე წარმოითქმის კათოლიკური მესის დროსო. დღევანდელ ამერიკულ ინგლისურში არსებობს გამოთქმა “ჰენკი-პენკი” (ან ზოგან “ჰონკეი პენკი”) (hankey panky), რაც რაიმე ხრიკიანობას ნიშნავს. ძნელი არაა დანახვა, რომ ეს უკვე ამერიკულად ,,მოქლიბული” გამონათქვამია და მისი წინარე საფეხური სწორედ “ჰოკუს პოკუსი” უნდა იყოს., თბილისურ სლენგურ ქართულად რომ “ფოკუს მოკუსად” მოიქლიბა. P.S. მე ხომ მანდაური ამბები ყველაფერი არ ვიცი, არა?! ახლა რაღაც საბავშვო- გასართობი ცენტრი ყოფილა თბილისში,, ფოკუსმოკუსი” ჰქვიაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი