ლექსი - წაკითხულის შინაარსი თუ თვითანამნეზი


#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები

ნინო დარბაისელი

ლექსი - წაკითხულის შინაარსი თუ თვითანამნეზი?

რას ნიშნავს ეს ლექსი - სალაღობო?!
მასმედიამ  მრავალ სიკეთესა თუ ბოროტებასთან ერთად,  მის მომხმარებლებში გააჩინა  ილუზიაც განათლებულობისა, რაც, რასაკვირველია, ფსევდოგანათლებულობაა. 
   ამის შედეგად გაჩნდა წყება  ,, ინტელექტუალური” ლექსებისა, რომელნიც წარმოადგენენ პოპულარული,  ინტერნეტმომხმარებელთა მასის ინტერესსა და გემოვნებაზე  გათვლილი,  ზოგადი  ინფორმაციის  ენობრივად მეტნაკლებად გამართულ “პერესკაზს”.
 მერე ავტორები ამ ,,პერესკაზს” ,,სტრიქონებად ტეხავენ” - თავისუფალი ლექსის  ილუზორულ ფორმას აძლევენ და ავრცელებენ ინტერნეტით თუ ბეჭდურად.
    რასაკვირველია,  ცოდნის ჰორიზონტის გაფართოება, რა ხელმისაწვდომი საშუალებითაც არ უნდა ხდებოდეს,  მუდამ კარგია, მაგრამ ასე   “უმად” , - საკუთარ არსებაში ქიმიურად დაუმუშავებლად მოწვდილი  ფსევდო ლექსი -  ლექსად საღდება, თანაც ინტელექტუალურ ლექსად  და მიდი, უხსენი მერე ავტორსა და მის საახლობლოს, რა პრობლემა სჭირს ტექსტს. 
    დაახლოებით, ეგევე ხასიათისაა  ამისი საპირისპირო რამ - ლექსები, ავტორები მხოლოდ საკუთარი ჯანსაღი თუ რაიმე გამაღიზიანებლის წყალობით გააქტიურებული ფსიქიკის ,,თვითანამნეზს”  რომ იწერენ, წყარო - აქ მათივე წარმოსახვაა.  ანუ ზემოთ თუ  გარეთა, ზოგად ფსევდოცოდნას ვეჯახებით, ამ შემთხვევაში ყველაფერს  “შიგნითა”,  ინდივიდუალობის მკვეთრი ნიშანი აზის.
  თუმცა  ამ მეორე შემთხვევაშიც ჩანაწერის ,,ლექსადქცევის” ტექნოლოგია იგივეა: დატეხე ჩანაწერი სტრიქონებად, ჩათვალე  თავისუფალ ლექსად, გამოაქვეყნე ინტერნეტში ან ბეჭდურადაც კი და  დაე, მერე თვითონ არკვიოს მკითხველმა, რასთან აქვს საქმე.
    ორსავე  შემთხვევაში ჩვენს წინაშეა “პრეპოემი” ანუ  ლექსამდელი მასალა,  რომელიც, კარგი ოსტატის ხელში, დამუშავების შედეგად ან იქცევა  ლექსად, ან ვერა.. ანუ  პოეტურ ხელოვნებამდე  ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.
   ამ ორივე მოვლენას, ჩემი ფიქრით, ქართული ენის  დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით , პოზიტიური ისა აქვს, რომ ქართული ენას მაინც    ,,ცოცხლად ინახავს”.

    ჩანაწერები  
   
        ჰორმონალური სალაღობო

- მესამე თვალი რად დაიბრმავე?
რად არ იძინებ?
 -მე?!  - 
რატო, ნინი?
- არ გიმუშავებს ეპიფიზი და მკვეთრად გაკლია მელატონინი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი