ჭ- ლოკალური თანხმოვანი


#ეტიუდები
#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები

ჭ - თანხმოვანი

ჭ - ლოკალური თანხმოვანია. გარითმვისას ავტორები მის გამოყენებას ერიდებიან, რადგან არც რითმა გამოდის მაინცა და მაინც კეთილხმოვანი, თუ დიდი ოსტატი არა ხარ.
  გალაკტიონმა თავის პოეტურ ენაში  კეთილჟღერადობით რუსულსა და ფრანგულს დაუახლოვა თავისი ბგერწერა, (მნრლ, მჟღერი  თანხმოვნებისა და ხმოვნების, ორმაგხმოვნების წყალობით), ამავე დროს, მან მინიმუმამდე დაიყვანა ლოკალურ თანხმოვანთა გამოყენების სიხშირე. 
    ამის საპირისპირო მოვლენა გვაქვს გოგლა ლეონიძესთან. მისი ბგერწერა, ალიტერაციები,  ხშირად - რითმებიც- მაქსიმალურად ,,გავიტალურებულია” “უხეშ” თანხმოვანთა  კომბინაციების წყალობით.
ამ ეტიუდში ლეონიძისკენაა ორიენტაცია.

  შინაარსისთვის აღებულია ორი ქართული ანდაზა:
1. კაცს თავსა სჭრიდნენ და ფრთხილად, კისერზე მეჭეჭი არ მატკინოთო.
2  ქვევრს  რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო. (ქვევრის სინონიმი - ჭური)
 3. კულინარიაში არსებობს ასეთი რამ, ინგრედიენტების შესაერთებლად, ერთ მასად საქცევად, “შემკრავად” იყენებენ კვერცხს, გახეხილ ყველს, გატარებულ პურს, ბანანს და ასე შემდეგ. მე გამოვიყენე  ფ.ვიიონის კონტექსტი 

***

ეჰ, ჯალათო, არ გამტყუნებ,  თავს რომ მაჭრი მე საჭურისს.
ჩაგძახებენ ჩემს განაჩენს? - ამოსძახებ როგორც ჭური.
ვიდრე  მიწას დავეცემი, როგორც მწიფე 
ხეჭეჭური, 
 გთხოვ, კისერზე არ გამიჭრა
ეს მეჭეჭი მეჭეჭური!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი