მგელი, ცხვარი და თხა
#დილაუზმოს_ფიქრებიდან მგელი, ცხვარი და თხა აქ რასაც ვდებ, პატარ-პატარა იუმორებს, ინგლისურიდან ვთარგმნი და არჩევისას ვცდილობ, ცოტა ქართულს მისადაგებული იყოს. ბევრი კარგი რაღაც შემხვედრია, მაგრამ იმდენად ზის ინგლისურენოვან კონტექსტში, ქართულში ტრანსპლანტირებას ვერ იხდენს. ზოგი ისეთია, ჩვენი კონტექსტის ახლებური “ წაკითხვისაკენ” მიბიძგებს. აი მაგალითად: - რა არის საჭირო იმისათვის, რომ მგელი და ცხვარი ერთად ძოვდეს? - ცხვრისგან - არაფერი, მგელზე იმუშავეთ! სულით ხომ ძალიან ინგლისური იუმორია, მსმენელს უმალ ბიბლია მოაგონდებოდა, მე - ვეფხისტყაოსანი გამახსენდა, ოღონდ რუსთაველს ცხვარი თხით შეუცვლია: ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი