ესთეტიკა და პორნოგრაფია ლექსში
#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები
ნინო დარბაისელი
ესთეტიკა და პორნოგრაფია ლექსში
ანუ ვაგინა და ფალოსი
რაკი ერთგან მეკითხებიან, პორნოგრაფიული ლექსი თუ დაგიწერიათო, არ გამოვრიცხავ, რომ თქვენთვისაც საინტერესო იყოს.
დამიწერია, თანაც ბევრჯერ და აი, როგორ, …. მანამდე კი გავიხსენოთ, პორნოგრაფიის ყველაზე მოკლე, თანამედროვე განმარტება:
ეს არის ტექსტში სქესობრივი აქტის პირდაპირი გამოსახვა, გენიტალიური ორგანოების პირდაპირი დასახელებით.
მე ვთვლი, რომ სიტყვათა, მეტადრე რითმათა თამაშითა და ირონიულ- პაროდიული კონტექსტის შექმნით, ანუ ესთეტიზაციით, გარკვეულწილი ალეგორიზაციით - პორნო-შინაარსის, მოქმედების გადმოცემა სავსებით შესაძლებელია ლექსში.
ამას წინათ ხომ მედო ინცესტის ამსახავი ,,ტაძრის მეძავი”, ასევე ეროტიკული ,,პომპეი, ორი”, სადაც მეძავი პირდაპირ აღწერს სქესობრივ აქტს, მაგრამ ტექსტი ისეთ კონტექსტშია ჩასმული, რომ, როგორც იტყვიან, ,,არ ყვირის”…
ვაგინა და ფალოსი - შესაბამისად - ქალისა და კაცის გენიტალური ორგანოების ლათინური სახელებია.
ესენი ძველებია, ეტიუდები და მოვიძიე.
და ბოლოს, კეთილსინდისიერებისთვის უნდა ითქვას, რომ ეს მე არ მომიგონია. ქართულ პოეზიაში ეროტიკისა და პორნოს ესთეტიზაციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.
ვფიქრობ, აქ მაგალითად დავით გურამიშვილის ,, ქაცვია მწყემსის” დასახელებაც კმარა.
ნინო დარბაისელი
ეროტიკული ფლს
(ეტიუდი)
ყოლა გსურს დედოფალასი, თანყოფით კმაყოფილისა,
სხვასთან არგაყოფილისა,
თქმა ,,ჩემო დედოფალოსი”,
მაგრამ ერთია სიმკვრივით ფლასი და შენი ფალოსი?
- ხარჯვა მოგიწევს ფულისა, იმისი სამყოფელისა.
მოუკლებ? - იტყვის, “რად უნდა ფული მიწაში დაფლასო,
კაპიკს ვერ გააგდებინებ, ამ გულის დასათაფლასო,
ან რას უშველის ხშირ- ხშირად თქმა “ მიხსენ, შენ, უფალო”-სი?
ჰორიზონტალში - სიცივით მიჰგავს ყინულის ფილასო”.
ჰოდა, სჯობს, რაც გაქვს, დასჯერდე,
საშენოდ დაიფალ ასო!
ნინო დარბაისელი
ზაფხულის ვაგონი
(ეტიუდი)
ვაგონი,
ზაფხულის ვაგონი!
მეტოქეს ვიღაცა ვეგონე,
უგონო!
ვერარა ვაგონე,
და ვეღარც ვუგანე,
ვიგინე,
ვაგინე!
ვაგენი, შენკენ გზას ვაგენი.
ღამეა,
ვაგინა, ვაგონი!
ჩემია,
ჩემია ვაგინა!
ვა, გონი!
.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი