გაჩნდნე ორქიდეები ყოვლად უმიზეზონი


#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები

  ნინო დარბაისელი

 გაჩნდნენ ორქიდეები - ყოვლად უმიზეზონი 

 სრულიად უნაკლობა რომ უფლის თვისებაა, ეს ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს.
ჩვენ, როგორც მოკვდავნი, ყველანი მეტნაკლებად  ხარვეზიანნი, ნაკლიანები ვართ,
ნაკლი რომ  ქართულად მეორენაირად  ხარვეზია, მიზეზია,  ხოლო შესაბამისად, უნაკლო - უმიზეზოს ნიშნავს, ამის შესახებ  წლების წინ საგანგებოდ ვმსჯელობდი და წყაროებსაც  ვიმოწმებდი.   გალაკტიონისადმი მიძღვნილ, ბეჭდურად გამოქვეყნებულ  ერთ წერილში. 
( მგონი, გაზეთი  ლიტ. საქართველო იყო, მაპატიეთ, სათაური აღარ მახსოვს).
   ახლა მინდა,  ცოტა რამ შევმატო მაშინდელ ცოდნას, რომელიც ადასტურებს რაოდენი სისავსით იცნობდა გალაკტიონი ბიბლიას.
  ღმერთის  აბსოლუტური, სრულო სიმრთელე და  უნაკლობა მრავალგზისაა აღნიშნული და  ამისთვის გამოიყენება ბერძნული სიტყვა, რაც ქართულ თარგმანებში მაინცა და მაინც ზუსტად არაა გადმოტანილი  ბერძნულიდან - eilikrines, ლათინურად-   sine cera  - "without wax," ცვილის გარეშე, ანუ გაუბზარავი, “უშემავსებლო “ კედელი,  თიხის ჭურჭელი 

    ,,სრულიად ანუ ( ყოვლად)უნაკლო, უმიზეზო,  უხარვეზო უბზარო  [კედელი]”.
ეტიმოლოგიურად  ასე განიმარტება: 
როცა ბერძნები სახლს აშენებდნენ და  ზამთარში  ზოგი კედელი  ყინვისგან გაიბზარებოდა, სიცივე რომ არ შესულიყო სახლში, მარტივად,  ხარვეზში გამდნარ ცვილს ასხამდნენ, რომელიც დაუყოვნებლივ იყინებოდა .
მოვიდოდა გაზაფხული და რას უზამდა მზე და სინათლე  იმ ხარვეზს - გაადნობდა არა?
ორქიდეები კი ღვთის  ერთი მთავარი ნიშნის , ყოვლად უმიზეზობის” ანუ სრულიად გაუბზარავობის” სიმბოლონი არიან. 
ცხადია ,  ეს - ერთი, და არა ერთადერთი  გაგებით და ის კი მრავალჯერ აღმინიშნავს, რომ  სიმბოლისტური ესთეტიკის მისეული გაგების შესაბამისად, ჩვენი გენიოსი პოეტი საკუთარ ინტეგრალურ სახეებში ანუ როგორც თვითონ უწოდებდა, ინტეგრალებში, რამდენიმე მნიშვნელობის ინტეგრირებას ანუ შერწყმა- შეერთების  მისეულ ხერხს იყენებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი