მიხაილ ლერმონტოვი - იგი მღერის და


#თარგმანები

მიხაილ ლერმონტოვი
იგი მღერის და

***
იგი მღერის - და ბგერები დნება, 
როგორც ბაგეზე ნაზი ამბორი,
შემოგხედავს და ათამაშდება
ღვთიურ თვალებში ლაჟვარდი შორი.

მოდის და მისი რხევა ყოველი
სიტყვა ყოველი,  ნაკვთთა სითავსე
სავსეა  გრძნობით,  არის  მეტყველი, 
და სისადავით საოცრად სავსე!

1838

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Михаил Лермонтов - Она поет — и звуки тают


Она поет — и звуки тают,
Как поцелуи на устах,
Глядит — и небеса играют
В ее божественных глазах;

Идет ли — все ее движенья,
Иль молвит слово — все черты
Так полны чувства, выраженья,
Так полны дивной простоты.

1838

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი