მუმლი მუხასა
მუმლი მუხასა სიცრუის ხდება ტირაჟირება. ო, ეჭვო ჩემო, კვლავ აღმოცენდი! შიგ სინამდვილე არც რა იქნება, ხოლო ტყუილი - ასი პროცენტი. მაგრამ ტყუილი შეიფუთება მართლის სახელით, როგორც წესია, საგაზაფხულო აფუთფუთება გვჭირს, მუმლი მუხას წამოესია! გამაგრდი ერო, გაუძლებ ვიცი, და გადარჩები, როგორც გადარჩი. და აენთება კვლავ ცეცხლად ფიცი, დღეს ნაღვერდლად რომ ღუის ღადარში. ნუ შეგაშინებს სიმრავლე მტერთა, ვერაგი ვერაგს ისევ შერთვია. გაცამტვერდება, ვით გაცამტვერდა. მუმლი - ბევრია, მუხა - ერთია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი