ლევანისათვის


#ლექსები
ეს იყო ექსპრომტი მეგობრისადმი და რაკი ფეისმა შემახსენა, ბარემ შექსპირულ სონეტად გადავაკეთე

ნინო დარბაისელი 
ლევანისათვის

საიდან გვწვდება  ესე ხმა,  რიდან?
 წარსულთან ჩვენი  - გრძელი როქია?
“დასაფერია პაპის ხმალი და
დედის საათიც დასაქოქია.”

დღეს უნდა ზრუნვა, არა ხვალიდან 
 იმას, წინაპართ ხსოვნა რომ ქვია.
“დასაფერია პაპის ხმალი და
დედის საათიც დასაქოქია!”

წარსულო, ცივად არ ეფარო ქვას, 
ვიდრე ვართ, ხსოვნა მკვდარი როდია.
დედის საათი ელის დაქოქვას, 
 რომ სულ ისმოდეს ეს მელოდია.

 შვილიში გრძელდება დედის მერმისი.
 დედის საათი -  გულია მისი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი