ნაჩათლახარი (შექსპირული სონეტი გალაკტიონს)


ნინო დარბაისელი

ნაჩათლახარი
(შექსპირული სონეტი გალაკტიონს)

იქ, მთაწმინდაზე გვეგულვოდა წმინდა  ალაგი
მათი,   ნამყოდან  ვინაც მერმისს გახიდვია და
ამასობაში დალეულა  მიწის მარაგი. 
 ვერ დატეულა, ერისათვის ვინც იდიადა.

გახსოვთ? -  მიწიერ სადგომამდე გვიძღოდა კდემა,
თუმც არ მუდმივი, თუნდაც წამით  დაუფლებული.
გახსოვთ? - დაგვცადა ეკლოვანით  ხრიოკმა კლდემა?
საბაგიროსი, ტრამვაისი არ გვქონდა ფული 

სტუდენტებს როცა.  გალაკტიონთან
 ნარცისები რომ  ავიტანეთ, ის საღი  ღვინოც,  
შიგ ნაწობ  პურს  რომ გასდიოდა, როგორ გვტკიოდა!
რამდენი გვქონდა სატირელი და საღიღინო.

ეჰ, გალაკტიონ, მტრებს  ჩასაცემი 
დარჩათ ლახვარი? 
 - გვერდს მოგიწვინეს ათი მთავრობის ნაჩათლახარი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი

ეს ლექსია და ამხელა უწმაწურობა არც ლექსს და ალბათ არც ავტორს შეშვენის!

აი, ვიპოვე ერთი. რატომ ვეძებე?! ამასწინანდელ
ერთ ლექსში სიტყვა ,,ნაჩათლახარი” დამჭირდა და ერთმა კეთილისმყოფელმა მკითხველმა მომწერა, არ გეკადრებათო. მე ვუპასუხე, ეტყობა, ჩემი შემოქმედების გაცნობის სიამოვნება ჯერ წინ გელოდებათ, თორემ, ეგ რა არის, უარესები მიწერია- მეთქი.

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბიჭური ჩხუბი უბანში
(უავთემისნიშნო მონორაიმი)

-ვაიმე, ძმაო, რა ხია,
ცემით შუაზე გახია!
სიფათი - სულ აახია!
-ძმაო, მაგაზე - ახია!
მაგარი გასალახია!
-გასალახია - ჩათლახი,
- ჩათლახი - გასალახია!
- აუუ, მაგარი თრახია!
- შენ დაინახე ვინ დასცხო?
- მე? - არა! მონაჩმახია,
ძმაო, არ დამინახია!

- ეს - ნაღდი სამასუდია,
შეხედე, რა ტალახია!
ეს ჩვენ - არ მოგვწონს, ცუდია!
ეს ხომ გადასალახია!

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი