შიშის სონეტი
შიშის სონეტი ზოგს შიში ზაფრავს სიმაღლის, სივრცის, ზოგს - ღიასი და ზოგს - ჩაკეტილის, ზოგს - რა აშინებს, თვითონ არც იცის, ზოგს - შიშიც ზარავს - რამე კეთილის. ჩინის დაკარგვას სულ შიშობს ყრუ და ღალატის შიშზე?! - თქვას მამელუქმა. ცხოველის შიში?! - იქვეა მუდამ დაარტყამ? - გარბის, შივდება? - ლუკმა! ზოგს - ეშინია მარტო დარჩენის, ზოგს - ეშინია, დაიწყებს ხველას… სხვამ ჩამოთვალოს - სხვა დანარჩენი! უამრავია და გვმართავს ყველას! რას მეუბნები, არ გაქვს ფობია? - სხვას ეთამაშე არიფობია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი