სააღდგომო სონეტი მაცხოვარს


@все
#ლექსები

ნინო დარბაისელი

სააღდგომო სონეტი მაცხოვარს

შენზე მეტი წამიკითხავს, იესო! 
სახარების - შენზე მეტი ვიცი,
მონათვლისას  მდინარის წყალს მღვრიესო,
ახსოვს ჩემი ერთგულების ფიცი?

ჯვარცმას შენსას - წინასწარვე ხედავდი,
ძველი აღთქმის წიგნებს ცნობდი  კარგად.
შენით მიხველ  გარდაუვალ  ხვედრამდი,
სიტყვა შენი როდი დაიკარგა.

კიდევ კარგი, შეგვისრულე პირობა,
 კიდევ კარგი, მესამე დღეს აღსდეგ!
ჩვენ გვჭირდება შენი პირდაპირობა,
მარტო არ ვართ მტრების წინააღმდეგ.

განაჩენით - მარად შენთან ვრჩები.  
“იყოს ნება -  შენი, არა - ჩემი” !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი