ბიჭური ჩხუბი უბანში


აი, ვიპოვე ერთი. რატომ ვეძებე?! ამასწინანდელ 
ერთ ლექსში სიტყვა ,,ნაჩათლახარი” დამჭირდა და  ერთმა კეთილისმყოფელმა მკითხველმა მომწერა, არ გეკადრებათო. მე ვუპასუხე, ეტყობა, ჩემი შემოქმედების გაცნობის სიამოვნება ჯერ წინ გელოდებათ, თორემ,  ეგ რა არის, უარესები მიწერია- მეთქი. 

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბიჭური ჩხუბი უბანში
(უავთემისნიშნო მონორაიმი)

-ვაიმე,  ძმაო, რა ხია,
ცემით შუაზე გახია!
სიფათი -  სულ აახია!
-ძმაო, მაგაზე -  ახია!
მაგარი გასალახია!
-გასალახია -  ჩათლახი, 
- ჩათლახი -  გასალახია!
- აუუ,  მაგარი თრახია!
- შენ დაინახე ვინ დასცხო?
- მე? - არა! მონაჩმახია, 
ძმაო, არ დამინახია!

 - ეს  - ნაღდი სამასუდია,
 შეხედე, რა ტალახია!
ეს  ჩვენ  - არ მოგვწონს, ცუდია!
ეს ხომ გადასალახია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი