ჩვენებური სონეტი
ნინო დარბაისელი ჩვენებური სონეტი ადამიანს? - “შეშვენის”, იყოს კარგად მკვდარი, აზრით - სხვისის ან ჩვენის - არვის შესადარი! ჩვენ არ გვიყვარს ცოცხლები, პრობლემებს რომ შობენ! დროზე გასაცოცხები, აქ - რას თამაშობენ! მკვდარი - ასატანია, ქვისქვეშ წყნარად მწოლი, რად უნდა მეტანია, მკვდარი - მკვდრისა ტოლი! ჰოდა, ვნაყავთ - სანაყავს, სად რაც გაგვდის, - გაგვყავს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი