ლექსი პირველი


#ლექსები
 ხანდახან ასეთი ენატკბილად მოუბარიც გახლავართ, ჩემო ბატონო!
აუ, როგორ ვერ ვიტან ამ სტილს!
უბრალოდ, რეტრო ვცადე.

ნინო დარბაისელი

ლექსი პირველი
(სონეტი)

იქ, პოეზიის პირველმღვიმეში
პირველი ლექსი რარიგად იშვა?
ვის - გაუთენდა შიგ ღამე მრეში, 
ვინ აიცილა   ძილში გათიშვა,

ან ქარიშხალში -   ჭრიალი   ხეთა,  
ანდა ჩურჩული ბალახის ღერთა
რად  შემოესმა, რომ გაიხედა, 
გული პირველად  რად აუმღერდა?

მჯერა,  პირველმა ვინც  შეიყვარა, 
არ დაელია ირგვლივ - მძრახველი
 და ცრემლი -   გულში  ნადენი ღვარად
დასდინდა, როგორც მწარე ნაღველი!

გასაოცარი? გასაკვირველი? - 
როგორი იყო  - ლექსი პირველი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი